Geo forex analytics

Geo forex analytics

Share

forex analytics

23/03/2020

რა არის საჭირო ფორექსზე წარმატებით ვაჭრობისთვის!! # 10
8. შეარჩიე საბროკერო კომპანია სწორად!!!
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ საბროკერო კომპანიის შერჩევაა. რამდენადაც ფორექსი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, საბროკერო კომპანიებიც შესაბამისად ბევრია. მათგან კი ძალიან ბევრია თაღლითი ან უბრალოდ ცუდი ბროკერი, რომელთან ვაჭრობაც სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მოგიტანთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია კარგად შეარჩიოთ საბროკერო კომპანია. მათ შეუძლიათ წარუმატებლობისთვის გაგწირონ ან პირიქით, თქვენს წარმატებაში დიდი როლი შეასრულონ. სანამ ბროკერთან ანგარიშს გახსნიდეთ, აუცილებლად შეისწავლეთ ყველა დეტალი მის შესახებ და დარწმუნდით, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებთ.

21/02/2020

რა არის საჭირო ფორექსზე წარმატებით ვაჭრობისთვის!! #7
5. არ დაიწყო ვაჭრობა პრაქტიკის მიღების გარეშე👇👇👇
იმისთვის, რომ თქვენი ვაჭრობა ფორექსის ბაზარზე დასაწყისიდანვე წარმატებული იყოს, საჭიროა მიიღოთ პრაქტიკა. მხოლოდ თეორიული ცოდნა, თუ როგორ უნდა ივაჭროთ ფორექსზე, არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად. ამისთვის, როგორც ყველაფრისთვის აუცილებელია ვარჯიში. ამისთვის დამწყები ტრეიდერები დემო ანგარიშებს იყენებენ. მათი გახსნა შესაძლებელია ფორექს ბროკერებთან. დემო ანგარიშები უფასოა და წარმოადგენს ჩვეულებრივი სავაჭრო ანგარიშის დემო ვერსიას. დემო ვერსიაზე ვაჭრობა ძალიან ჰგავს რეალურ ფორექს ტრეიდინგს, მომხმარებელს წვდომა აქვს სავაჭრო პლატფორმასთან, იღებს შეთავაზებებს და ვაჭრობს ისე, როგორც ჩვეულებრივ ანგარიშზე. დემო ვერსიასა და რეალურ სავაჭრო ანგარიშს შორის მთავარი განსხვავება ფულია. დემო ვერსიაზე მომხმარებელს მოცემული აქვს ვირტუალური ვალუტა, რომლის გამოყენებაც შეუძლია ვაჭრობისათვის. თავისთავად, ვაჭრობისას მიღებული და დაკარგული ფულიც ვირტუალურია. შესაბამისად, დემო ვერსიის გამოყენების მთავარი მოტივაცია არა ფულის მიღება, არამედ სწავლა და პრაქტიკაა.

სანამ რეალურ ანგარიშს გახსნიდეთ, საჭიროა დააგროვოთ დემო ვერსიაზე ვაჭრობის გამოცდილება. ასე უკეთ შეეჩვევით ვაჭრობის პროცესს, ასევე სავაჭრო პლატფორმას და თანაც, თავად შეძლებთ შეაფასოთ რამდენად წარმატებულად ვაჭრობთ.

Want your business to be the top-listed Business in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address

Tbilisi