Maria Differs ART

Maria Differs ART

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Maria Differs ART, Artist, Tbilisi.

26/05/2026

თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს თუნდაც ერთი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოგონება, რომელიც არასდროს არსად არ აღბეჭდილა და მოგონებების უძირო საცავში სულ თან დავატარებთ..

ასე დაიწყო ამ ნახატის ისტორიაც:

ერთერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო.. ხალხმრავალი და ხმაურიანი სამუშაო ცვლის ბოლოს ყველა საკმაოდ დაღლილი ვიყავით.

ჩემს სამუშაო მაგიდასთან ჩემი ერთერთი თანამშრომელი ხატია გაჩერდა და გამომელაპარაკა.

ზუსტად არ მახსოვს როგორ ჩამოვარდა საუბარი ბავშვობის მოგონებებზე:

- მე რომ პატარა ვიყავი მამაჩემს დავყვებოდი ხოლმე ბაზარში, ბროწეულებს ჰყიდდა.. - ჰყვებოდა ხატია ბრჭყვიალა ცისფერი თვალებით და სახეზე საყვარელი ბავშვური ღიმილი დასთამაშებდა.
- გარევაჭრობა აკრძალული იყო. მამასგან ვიცოდი, რომ როგორც კი სამართალდამცველები გამოჩნდებიდნენ, სასწრაფოდ უნდა აგვეგროვებინა ჩვენი კალათები და გავქცეულიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს ჩამოგვართმევდნენ და ადმინისტრაციულ ჯარიმასაც დაგვაკისრებდნენ. - მხიარულად აგრძელებდა ხატია მოყოლას და მეც განსაკუთრებული ინტერესით ვუსმენდი.

- ერთ დღეს მამა ავად გახდა.. მე მარტო წავედი ბროწეულების გასაყიდად. უცებ ატყდა ყვირილი - მოდიან! მოდიან! - მივხვდი რომ ეს სამართალდამცველები იყვნენ, სიჩქარით დავიწყე ბროწეულების კალათაში აგროვება და როგორც კი გაქცევა დავაპირე, წავიქეცი .. კალათა ძირს დამივარდა და ჩემი ბროწეულებიც აქეთ-იქეთ მიმოიფანტა..

მახსოვს ამ მომენტში სუნთქვა შემეკრა..

- ამ დროს მომიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი, ჩაცმულობით ადვილად მივხვდი, რომ პოლიციელი იყო. ჩემსკენ დაიხარა და მკითხა:
- რამდენის არის შენი ბროწეულები სულ?
- არ ვიცი ალბათ 10 ლარის იქნება.- ვუპასუხე შეშინებულმა.
დავინახე ჯიბისკენ წაიღო ხელი, სწრაფად ამოიღო 10 ლარიანი, გამომიწოდა და მითხრა: - აჰა, აიღე და გაიქეცი ჩქარა!

ხატიას სიცილი და ცრემლები ერთდროულად წასკდა, მივხვდი რომ ეს ამბავი მისი ბავშვობის ძალზედ განსაკუთრებული და ემოციური მოგონების ნაწილი იყო, ამბობდა რომ ამ ბროწეულებმა ასწავლეს შრომის ფასი.

მას შემდეგ მოსვენება დავკარგე.. არ მინდოდა ის სურათი დამვიწყებოდა, რომელსაც მისი მოსმენისას წარმოსახვაში ვხედავდი და ასე შეიქმნა ეს ნამუშევარიც.

“გარემოვაჭრე და სამართალდამცველი”

მადლობა ხატია ამ ისტორიის გაზიარებისთვის ❤️

✨ მათ კი, ვისაც საკუთარი ისტორიის გაცოცხლება სურს - გელოდებით 💬

26/05/2026

იყიდება / For Sale

“გარემოვაჭრე და სამართალდამცველი”

ტილო / აკრილი

ზომა 70x50

Want your business to be the top-listed Interior Service in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Website

Address

Tbilisi