A plus Consulting
A+ Consulting provides top class services in organizational management, legal advise and strategic d
31/05/2023
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, A plus Consulting-ის კლიენტი, რაშად ბაგიროვი სრულად გათავისუფლდა 501 350 ევროს გადახდის ვალდებულებისგან.
აპელანტის ინტერესებს წარმოადგენდნენ Tiko Korkia და Oto Kakhidze
მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ განახლდა ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდი 🤩
A+ Consulting - APlus Consulting A+ Consulting წესიერება - ხარისხი - წარმატება A+ შესახებ N კანონი რთულია. ჩვენ მას გადმოგცემთ უბრალო ენაზე N ჩვენ გთავაზობთ პრ...
13/02/2023
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი უგულავას განაცხადი ევროკონვენციის მე-5 მუხლით დაცული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.
გასაჩივრებული იყო სამი საკითხი:
1) პატიმრობის შეფარდება 2014 წლის 3 ივლისს + პოლიტიკური მოტივი, მუხლი 5.1 + მუხლი 18;
2) პატიმრობის გაგრძელება 2015 წლის 18 თებერვალს, დაუსაბუთებლად, მტკიცების ტვირთის ბრალდებულის მხარეს გადმოტანით, მუხლი 5.3;
3) ახალი პატიმრობის შეფარდება 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრამდე, 9 თვიანი კონსტიტუციური ზღვრის დარღვევით, მუხლი 5.1.
მეორე და მესამე საკითხებზე სასამართლომ დაადგინა კონვენციის 5.1 და 5.3 მუხლების დარღვევა, ხოლო პირველი საკითხის დაკმაყოფილებაზე - მუხლები 5.1 და 18 - უარი თქვა.
განმცხადებლის ინტერესებს წარმოადგენდნენ: A+ Consulting-ის უფროსი პარტნიორი - ოთარ კახიძე, EHRAC-ის დირექტორი, პროფესორი ფილიპ ლიჩი, ასევე BGI Legal-ის იურისტები - Davit Kakoishvili და ანი ხოჯელანი. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.
18/11/2022
ადი დასლერი - წარმატებული პროდუქტის დიზაინის მარტივი მეთოდი
თითქმის 100 წლის წინ, ადოლფ ‘ადი’ დასლერმა ბრენდი “ადიდასი” შექმნა. კომპანიის ისტორია პატარა ბავარიულ სოფელში - ჰერცოგენაურახში, დასლერების ოჯახის სამრეცხაო ოთახში დაიწყო. 2021 წელს კი “ადიდასმა” 340 მილიონი წყვილი ფეხსაცმელი აწარმოა.
ადი დასლერი მეწაღე იყო. მისი მოღვაწეობის პერიოდში მეწაღეების სიმწირეს არ უჩიოდნენ, მაგრამ დასლერმა თავი ყველასგან გამოარჩია და მიიღო მარტივი გადაწყვეტილება - შეექმნა საუკეთესო ფეხსაცმელი სპორტსმენებისთვის. მისი უპირატესობა ამ იდეის განხორციელებაში იყო. დასლერი პირადად ესაუბრებოდა სპორტსმენებს, არკვევდა - რა მოსწონდათ, რა - არა, რა ადგილებს ატკიებდათ ფეხსაცმელი, და ა.შ.
სწორედ პოტენციური მომხმარებლების სურვილების შესწავლამ მისცა დასლერს საშუალება, შეექმნა ღირებული პროდუქტი. ადის ფეხსაცმელი იმდენად განსხვავდებოდა სხვა ბრენდებისგან და ისე კარგად ითვალისწინებდა სპორსტმენთა სურვილებს, რომ მალევე მოიპოვა პოპულარობა და ნდობა სპორტის სივრცეში.
დასლერის ფეხსაცმლის პოპულარობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა მნიშვნელოვანმა ამბავმა - ადი დასლერით აღჭურვილმა გერმანიის ეროვნულმა საფერხბურთო ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალში გაიმარჯვა. Ამ მომენტიდან ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა - ყველა საფეხბურთო გუნდს სწორედ ეს ფეხსაცმელი სურდა თავისი მოთამაშეებისთვის. მალევე, “ადიდასმა” დაიწყო სპორტის სხვა სახეობების აღჭურვილობის დამზადება. შედეგი სახეზეა - კომპანია ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იკავებს წამყვან ადგილს მსოფლიოს სპორტულ ბრენდების სიაში.
დასლერის ისტორია რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის:
1. არაა აუცილებელი, გქონდეს გრანდიოზული სასტარტო პოზიციები გრანდიოზული შედეგების მისაღებად;
2. წარმატებული პროდუქტისა და მომხმარებლების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ადამიანზე მორგებული დიზაინის შემუშავება.
მიუხედავად იმისა, რომ დასლერსა და ჩვენ რამდენიმე ათწლეული გვაშორებს, მისი ინოვაციური მიდგომა ჯერ კიდევ რელევანტურია და დღესაც კარგი გაკვეთილია.
ფოტო: Adidas Archive
07/11/2022
2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად არაბულ სამყაროში - კატარში ჩატარდება. შეჯიბრის ლოკაცია საკამათო საკითხი აღმოჩნდა და ნეგატიური რეაქციები გამოიწვია. არაერთმა ფეხბურთელმა, მათ შორის ტონი კროოსმა და ლეონ გორეცკამ, მკაცრად გააკრიტიკეს ჩემპიონატის ლოკაცია.
კრიტიკას ორი ძირითადი საფუძველი აქვს - კატარის ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისადმი და მოედნების შენებაში ჩართული მიგრანტი მუშების მძიმე სამუშაო პირობები. კატარი ისლამური სახელმწიფოა, რომლის იურიდიული სისტემაც არის სამოქალაქო სამართლისა და შარიათის ნაზავი. კატარში არაერთხელ დაფიქსირდა ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევები. ქვეყანაში არაა დაცული LGBT პირების უფლებები, დაწესებულია შეზღუდვები ქალისა და კაცის ურთიერთობებზე და სხვა.
რაც შეეხება მიგრანტების საკითხს, კატარის ხელისუფლება მოუმზადებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის და უზარმაზარი სტადიონების მშენებლობა მცირე დროში მოუწიათ, რამაც ბევრი მუშის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. “გარდიანის” წინა წლის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვების შემდეგ, კატარში 6500-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.
გუშინ, 6 ნოემბერს, ‘ფიფა’-მ წერილები გაუგზავნა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 32 ქვეყანას და მოუწოდა, “კონცენტრაცია ფეხბურთზე გადაეტანათ”, და რომ “პოლიტიკური და იდეოლოგიური სხვაობა ფეხბურთისთვის არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი”.
‘ფიფა’-ს ამ მოწოდებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა არაერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან. აღსანიშნავია ინგლისისა და უელსის განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, მათი კაპიტნები ცისარტყელის სამკლაურს მაინც გაიკეთბენ LGBT პირების მხარდასაჭერად.
‘ფიფა’-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, “კატარი ყველას უმასპინძლებს, განურჩევლად მათი წარმომადგენლობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციისა თუ მოქალაქეობისა”. კატარში ჩასული გულშემატკივრებისთვის რეკომენდებულია, გაითვალისწინონ ადგილობრივი კულტურული ნორმები - ჩაიცვან მოკრძალებულად, თავი შეიკავონ საჯაროდ სიყვარულის გამოხატვისგან და სხვა.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Tbilisi
0108
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |