CarE Rental Georgia

CarE Rental Georgia

Share

Car Rental in Georgia- your reliable guide for all seasons!

07/06/2021

2010 წელს მარიონეტების თეატრის გვერდით რეზო გაბრიაძემ უნიკალური საათიანი კოშკი ააშენა.🤍

ყოველი საათის ბოლოს, მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის“ ნახვა.
კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა განთავსებული, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა. კოშკი თბილისის მთავარ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობად იქცა.

💬 რეზო გაბრიაძე კოშკის მშენებლობის შესახებ:

“კოშკის მშნებელობა, რომ დავიწყე, თითქოს დამსვეს რაღაც მანქანაზე, რომელიც მოგზაურობს დროში. ასე აღმოვჩნდი სადღაც X-XIII საუკუნეში, შორეულ და ზრაპრულ ბიზანტიაში. კოშკი უნდა ჩაწერილიყო არსებულ დროსა და სივრცეში.
ჩემი მაგიდა აივსო ორნამენტებით სავსე წიგნებით. იმ ორნამენტებით, რომლებიც ასე უხვად დაუტოვა ბიზანტიამ სამყაროს.
მე ვიმოგზაურე შუა საუკუნეებში და მინდა გითხრათ, რომ ისინი არც ისე ბნელი ყოფილა. და თუ იყო გარკვეული სიბნელე ეს ჩვენი საქმე არ არის. ამასთან დაკავშირებით სჯობს დუმილი შევინარჩუნოთ.
მაგრამ ვინ ააშენებს? სად ვეძებო ეს ხალხი? ერთი კედლიდან გამოვიდა, მეორე კი ავტობუსიდან ჩამოვიდა.
ერთს ოთარი ერქვა (ოთარ მაგრაქველიძე), ჩემი ხნის კაცი, სამოცდაათს გადაცილებული ან ოთხმოცს მიახლოებული. იმათგანი ვინც ჯგუფურ სურათებში სულ კიდეში ხვდება და სანახევროდ სახეჩამოჭრილი გამოდის.
მშენებლობებზე მან სულ 50 წელი გაატარა და ორმოცდაათივე წელი მუშად. ლამაზი კარიერაა! ჩვენ დავმეგობრდით. დღესაც ვმეგობრობთ და უკვე სამუდამოდ, ისე როგორც ბავშვობაში მეგობრობენ ხოლმე.
მეორეს ერქვა ავთანდილი (ავთანდილ ლეჟავა). ის 1300 ან 1500 წლის იქნებოდა. ხასიათით მდუმარე და არაკონკრეტული. მორცხვი ღიმილით გარიდებდათ თვალს და მზერა გადაქონდა არაფრით გამორჩეული სახლის კუთხეზე. ხუთ სიტყვაზე უფრო გრძელი ფრაზები მას თრგუნავდა. ის ჩვენთან დასავლეთ საქართველოში სოფლის ეკლესიის მშენებლობის შემდეგ მოვიდა. ინსტრუმენტებიანი ჩანთითა და ბოხჩით, როგორც XII საუკუნეში. სხვა დანარჩენი კი ცოლმა მოუტანა, უკმაყოფილო თავის ქნევით.
მე მეხმარებოდნენ ინჟინრები – ზურაბ ჯაფარიძე, გელა ჯანგირაშვილი, არჩილ ჯაფარიძე, კოტე ოდიშვილი და სხვ. მათ გადაყავდათ ჩემი ნახატები და იდეები თანამედროვე და მშენებლებისთვის გასაგები ნახაზების ენაზე. რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ.”

06.06.2021 - გარდაიცვალა მწერალი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე 🕊🤍

წყარო: ჩემი ქალაქი მკლავს

Tbilisi in The List of The Best Cities For Female Solo Travelers 06/06/2020

⭕️ Tbilisi - among best cities for female SOLO travelers.💪❤️

✅ List based on eight categories, which include female representation in local business, gender equality in society, legal equality, safety, price of female-friendly accommodation, price of a taxi ride, mobile internet speed and the price of a data plan.

Tbilisi in The List of The Best Cities For Female Solo Travelers GeorgianJournal

PM: Georgia to Welcome First Tourists from Israel 14/05/2020

Georgia to Welcome First Tourists from Israel! 🇮🇱🇬🇪

Plan your visit in Georgia now and connect us for your unforgettable voyage! 🤟🚙🚗

PM: Georgia to Welcome First Tourists from Israel "Georgia should become one of the first countries that will be able to open tourism and receive guests in the country," Prime Minister Giorgi Gakharia said at a government meeting.

Georgia to be reopened for domestic tourism from June 15, for international tourism- – from July 1 09/05/2020

Georgia to be reopened for International Tourism from July 1️⃣⚡️🛫🚗

Georgia to be reopened for domestic tourism from June 15, for international tourism- – from July 1 From June 15, domestic tourism will be reopened in Georgia, and from July 1, the country will receive international tourists, Prime Minister of Georgia

Want your business to be the top-listed Autos & Automotive Service in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Telephone

Website

Address

Tbilisi