ლოვα•შემოქმედი

ლოვα•შემოქმედი

Share

✨ თვითშეცნობისა და შინაგანი ტრანსფორმაციის სივრცე

13/06/2026

მოგესალმებით, ჯგუფის წევრებო 🫶

ეს გვერდი შევქმენი იმისთვის, რომ ერთად ვისწავლოთ ჩვენი ცხოვრების შემოქმედება. დავეხმარო როგორც საკუთარ თავს, ასევე თქვენც, ვიყოთ ჩვენი ცხოვრების რეჟისორები და ამავე დროს — მთავარი გმირებიც.

ეს არ არის ოფიციალური, შარვალ-კოსტუმიანი სივრცე 😁 აქ უბრალოება, გულწრფელობა და საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების ძიებაა.

არ ვიცი, ვის რამდენად დაგაინტერესებთ ან გამოგადგებათ ჩემი ჩანაწერები, მაგრამ დღეს შიშზე მინდა დავწერო.

მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ შიში საკმაოდ რთული თანამგზავრია 🫣

შიშის გამო ბევრჯერ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მოვქცეულვარ და შემდეგ ისეთი განცდაც მქონია, თითქოს საკუთარი თავი დავკარგე. ზუსტად არც ვიცი, რისი მეშინოდა — განკითხვის? მიუღებლობის? შეცდომის დაშვების?

ალბათ, ეს ყველაფერი იმასთანაც არის კავშირში, რომ ზოგჯერ სხვის შეფასებაზე მეტად ვართ დამოკიდებულები, ვიდრე გვგონია. შეიძლება ხმამაღლა ვამბობდეთ, რომ სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, მაგრამ შიში მაინც პოულობს გზას ჩვენამდე. გვიჩენს ეჭვებს, გვაფიქრებინებს, რომ ვერ შევძლებთ, და გვარწმუნებს, რომ ჯობია უკან დავიხიოთ.

ასე ვიწყებთ საკუთარი სურვილების გადადებას, საკუთარი ძალების დაუფასებლობას და იმ კომფორტის ზონაში დარჩენას, რომელსაც შიში „უსაფრთხო ადგილად“ გვასაღებს.

რეალურად კი ნელ-ნელა ჩვენში რაღაც იძინებს...

ის ლაღი, მხიარული, ცოცხალი ქალი, რომელიც ოცნებობდა, ქმნიდა და ბედნიერებას არ ელოდებოდა მხოლოდ „როდისღაც“ მოსულს.

თვალებიდან ნაპერწკლები ქრება, დღეები მძიმდება და ცხოვრება თითქოს მხოლოდ არსებობად იქცევა.

და მაინც, ერთ დღეს შეიძლება შიშს თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ:

„საკმარისია. შენი ილუზიების აღარ მჯერა. შეგიძლია წახვიდე იქ, სადაც შენი ადგილია — ოღონდ არა ჩემს ცხოვრებაში.“

ჩემი აზრით, შიშს ხშირად მოსდევს:
• საკუთარი სურვილების გაუფასურება;
• სხვისი სურვილების საკუთარ თავზე წინ დაყენება;
• საკუთარი თავის დაკარგვა.

ახლა კი თქვენი ჯერია 🫶

რას გრძნობთ, როცა შიში გეუფლებათ თქვენს ოცნებებთან, მიზნებთან ან სურვილებთან დაკავშირებით?

მიხარია, თუ თქვენს გამოცდილებასაც გამიზიარებთ.

06/06/2026

ყველაფერს თავისი დრო აქვს... 🌿

ხანდახან გვგონია, რომ ვაგვიანებთ. გვინდა რაღაც დღესვე მოხდეს, დღესვე გამოვიდეს, დღესვე მივიღოთ პასუხი.

მაგრამ ცხოვრებას თავისი რიტმი აქვს.

ზოგი კარი მაშინ არ იღება, როცა ჩვენ ვაკაკუნებთ. ის იღება მაშინ, როცა მზად ვართ შიგნით შესასვლელად.

ზოგი ადამიანი, შესაძლებლობა, სიყვარული თუ გზა ჩვენს ცხოვრებაში ზუსტად მაშინ ჩნდება, როცა მისი მიღება შეგვიძლია.

ამიტომ, თუ ახლა რაღაც არ გამოდის ისე, როგორც გინდა — ეს არ ნიშნავს, რომ არ მოხდება. შესაძლოა, უბრალოდ ჯერ მისი დრო არ დამდგარა.

ენდეთ პროცესს. აკეთეთ თქვენი საქმე. გადადგით პატარა ნაბიჯები.

და როცა დრო მოვა, ის, რაც თქვენთვისაა განკუთვნილი, თავის გზას აუცილებლად იპოვის თქვენამდე. ✨

#ყველაფერსთავისიდროაქვს #ენდეპროცესს #ცხოვრებისგაკვეთილები #ლოვα 🌱

Want your business to be the top-listed Media Company in Athens?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Website

Address

Athens