Masterclass.edu.ge
სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასი • School-Lyceum Masterclass
16/06/2026
📚🎬 ლიტერატურულ კლუბ „დუენდეში“ გაიმართა ფილმ „ფესვების“ განხილვა.
🌟🌟მოსწავლეებმა ნახეს ფილმიდან შერჩეული ეპიზოდები, იმსჯელეს ნაწარმოების მთავარ სათქმელსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემას უკავშირდება.
🌟🌟მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინასწარ შერჩეული თვალსაზრისები და საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს ერთმანეთს.
📚🎬 შეხვედრის დასასრულს გაიმართა შემოქმედებითი აქტივობა, მოსწავლეებმა დატოვეს სამახსოვრო ჩანაწერები, რომლებშიც გამოხატეს თავიანთი ემოციური დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, დაწერეს, რას ჰპირდებიან საქართველოს, როგორ მოქალაქეებად სურთ ჩამოყალიბდნენ და რა კეთილ სურვილებსა და ოცნებებს აუხდენენ თავიანთ ქვეყანას.
👩🔧👩🔧მასწავლებლები: მანანა სანიკიძე, ნათია ნიკაჭაძე.
12/06/2026
VI - გ კლასის ლიტერატურული მარათონი🎓📚📚
📌სასწავლო წლის დასაწყისში მასტერკლასელებს ეძლევათ აუცილებლად წასაკითხი მხატვრული ლიტერატურის ჩამონათვალი. წლის ბოლოს კი ლიტერატურულ მარათონში ერთმანეთს ლიტერატურის, პერსონაჟების, ახალი და საინტერესო იდეების აღმოჩენაში ეჯიბრებიან.
🌟I ადგილი - ელენე კახიძე;
🌟II ადგილი - მარიამ ზაქარეიშვილი;
🌟III ადგილი - ნოდარ დევაძე.
🌺ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ქეთი დავითაძე.
🌺კოორდინატორი - მაია ჩაკვეტაძე.
11/06/2026
V - დ კლასის ლიტერატურული მარათონი🎓📚📚
📌სასწავლო წლის დასაწყისში მასტერკლასელებს ეძლევათ აუცილებლად წასაკითხი მხატვრული ლიტერატურის ჩამონათვალი. წლის ბოლოს კი ლიტერატურულ მარათონში ერთმანეთს ლიტერატურის, პერსონაჟების, ახალი და საინტერესო იდეების აღმოჩენაში ეჯიბრებიან.
🌟I ადგილი - თორნიკე ჩიბურიძე;
🌟II ადგილი - ალინა ვოლკოვა;
🌟III ადგილი - სესილი ტეტემაძე;
🌟III ადგილი -დავით დიასამიძე.
🌺ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მზია ხურცილავა.
🌺კოორდინატორი - ნინო აფხაზავა.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
55 Selim Khimshiashvili Street
Batumi
6000
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |