Rustavi Wiki Club
რუსთავის ვიკი-კლუბის ოფიციალური გვერდი
15/11/2023
❗ აზია ვიკიპედიაში შედარებით ნაკლებად არის წარმოდგენილი სტატიებით
📢 შენ შეგიძლია, ეს ხარვეზი გამოასწორო და თან პრიზებიც მოიგო
🎓გაიმდიდრე ცოდნა ამ რეგიონის შესახებ და გაუზიარე სხვებსაც!
✍ჩვენი ყოველწლიური კონკურსი, „ვიკიპედიის აზიის თვე“ ქართული ვიკიპედია • Georgian Wikipedia -ში დაიწყო!
🎁 პრიზები წელსაც შესანიშნავია!
⚡გახსოვდეთ, ვიკიპედიაში თავს იყრის კაცობრიობის მიერ დაგროვებული მთელი ცოდნა 💕
👉 კონკურსის დეტალები: https://w.wiki/89VS
#ვიკიპედია • #ქართულივიკიპედია • • #ვმსაქართველო • • • • See less
21/02/2023
დასრულდა კონკურსი და გამარჯვებულებს შორის ჩვენი კლუბის წევრიცაა. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ნიკა პარუნაშვილს!
⚡ჩვენი კონკურსი „ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში“ დასრულდა. რა თქმა უნდა, გვყავს გამარჯვებულებიც
🎁მათ შესანიშნავი პრიზები ელოდებათ
✌️და აი, ისინიც:
1️⃣ადგილი: Ekkatterrinna
2️⃣ ადგილი: ლაურა გოტიაშვილი
3️⃣ ადგილი: Nikaparunashvili
4️⃣ადგილი: MiQo08K
👉დეტალები: https://w.wiki/6Mh5
🎯თქვენ კი, ამასობაში შეგიძლიათ ჩაერთოთ ამჟამად მიმდინარე სხვა კონკურსში, რომლის შესახებ ინფორმაციას ჩვენს გვერდზე შეიტყობთ
#ვიკიპედია • #ქართულივიკიპედია • • #ვმსაქართველო • • • •
რუსთავის ვიკიკლუბი გილოცავთ ახალ 2023 წელს!
📣შოთა რუსთაველის სახელობის ქ. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის ვიკი-კლუბი სკოლის დირექტორის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისათვის. ლევან გოთუას „გმირთა ვარამის“ მიხედვით მოსწავლეებმა 2023 წლის 17 თებერვლიდან 24 თებერვლამდე უნდა შექმნან და ვიკიპედიაში ატვირთონ სტატიები ამ ისტორიული რომანის პერსონაჟების შესახებ.
📌 კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, ღრმად შეისწავლონ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები − „გმირთა ვარამი“; მოსწავლეებმა ახალი სტატიებით გაამდიდრონ ქართული ვიკიპედია; ხელი შეუწყოს სკოლაში არაფორმალური განათლების პროცესს, გახადოს იგი უფრო მეტად სახალისო და საინტერესო.
📌კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შოთა რუსთაველის სახელობის ქ. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელსაც ექნება ანგარიში ვიკიპედიაში;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ საკონკურსო თემატიკაზე შექმნილი სტატია უნდა გამოაქვეყნოს ვიკიპედიაში, ხოლო სტატიის ბმული (ლინკი) გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌 საკონკურსო სტატიები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. დაფუძნებული უნდა იყოს მინიმუმ ერთ წყაროზე (წიგნზე) და მითითებული უნდა იყოს წყაროს ავტორის ვინაობა, სათაური, გვერდი/გვერდები, საიდანაც არის აღებული ინფორმაცია, გამოცემის ადგილი და წელი (მაგალითად, ლ. გოთუა, გმირთა ვარამი, წიგნი პირველი, თბ., 1991, გვ. 14, 92, 113);
2. სტატიის ტექსტი ენციკლოპედიურად უნდა იყოს გამართული;
3. სტატია უნდა იყოს ვიკიფიცირებული;
4. სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი კატეგორია;
5. სტატიაში ჩართული უნდა იყოს ციტატა/ციტატები „გმირთა ვარამიდან“.
📌კონკურსის გამარჯვებულად ჩაითვლება ყველაზე მეტი სტატიის ავტორი სამი მოსწავლე, რომელთაც გამოავლენს საკონკურსო კომისია.
გისურვებთ წარმატებებს!
2022 წლის 19 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა რუსთავის ვიკი-კლუბი.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
გიორგი ნიკოლაძის ქ. 6
Rustavi
3700
Opening Hours
| Monday | 09:00 - 15:00 |
| Tuesday | 09:00 - 15:00 |
| Wednesday | 09:00 - 15:00 |
| Thursday | 09:00 - 15:00 |
| Friday | 09:00 - 15:00 |