ICES

ICES

Share

Industrial Construction Engineering Solutions ICES (Industrial Construction Engineering Solutions) is a company with a team of selected engineers .

პრემიერ-მინისტრი ახალ საწარმოში 02/07/2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს მთავრობისა და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იტალიური დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს - „პანექსის“ გახსნას დაესწრნენ. საწარმო საპარტნიორო ფონდისა და კომპანია ICES-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნა და აქ მშენებლობისთვის საჭირო ე.წ. სენდვიჩ პანელების პროდუქციის წარმოება მოხდება.

საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით, რუსთავის გზატკეცილზე თანამედროვე, იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ახალი საწარმო „პანექსი“ აშენდა, რომელმაც მშენებლობისთვის საჭირო ე.წ. „სენდვიჩ პანელების“ პროდუქცია უნდა აწარმოოს.
გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან ახლადაშენებული საწარმო დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გააიაფებს ინდუსტრიული მშენებლობების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სამშენებელო სექტორის განვითარებას.
„ასეთი სამშენებლო მასალის წარმოება მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს სამშენებლო სექტორს. ჩვენს მშენებლებს არ მოუწევთ უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანა. „პანექსის“ პროდუქცია ასევე გავა ექსპორტზე ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში ,“-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობას დადებითი შედეგები მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არის წარმოების განვითარება. იმედი მაქვს, რომ იმპორტს ადგილობრივი წარმოება ჩაანაცვლებს, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებული იქნება,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ე.წ. „სენდვიჩ პანელების“ პროექტზე მუშაობა საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია ICES-თან ერთად გასული წლის მარტში დაიწყო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა $ 6 მლნ აშშ დოლარია. ფონდის მონაწილეობა პროექტში 49%-ია. პროდუქციის 60% საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა. საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე წელიწადში 2.8 მლნ მ² პანელია.

30/05/2015
ჩვენ ვაშენებთ თქვენს ბიზნესს! 25/05/2015

კომპანია "აი-სი-ი-ეს"-ი საქართველოში და არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს თავის საქმიანობას. ალბომში მოცემულია ჩვენს მიერ შესრულებული პროექტები (არასრული რაოდენობით) , რომლებიც დღესდღეობით საქართველოს ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. გაგრძელება იქნება აუცილებლად ! :)

Want your business to be the top-listed Contractor in Rustavi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


Tbilisi/Red Rridge Highway 17 Km
Rustavi
3700