Teosgraphia
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Teosgraphia, Art, Tbilisi.
23/07/2021
კომუნისტური ვიეტნამი. ჰოი ანი. ვდგავარ და მუხლების კანკალით ვბრუნდები. ჩემს წინ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დგას...
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აქ გამოფრენამდე აღმოვაჩინე, ვიეტნამში დრონის გაშვება აკრძალულია, ნებართვის გარეშე. კანონის დამრღვევი ისჯება დრონის კონფისკაციით, ან ფულადი ჯარიმით, ან პატიმროებით, ან სამივე ერთად. ფორუმებზე ახალთახალი კომენტარები ვნახე, როგორ ჩამოართვეს მავანთ დრონი, ჰოდა, გადავწყვიტე პატიოსნად ამეღო ნებართვა, რაც აღმოჩნდა 15 გვერდიანი ფორმა, მხოლოდ ვიეტნამურ ენაზე, სათითაოდ ყველა გაშვების ადგილმდებარეობის მოთხოვნით!!! რანაირად დავაგუგლთრანსლეითე, ან რა მეწერა არ ვიცი მაგრამ, შევავსე გავაგზავნე და ველოდე. 1 თვიანი ლოდინის შემდეგ, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. მოვიდა გამგზავრების დღეც და ბარგით ხელში ვდგვარ მაგიდასთან, სადაც ჩემი კოხტა დრონი ეულად დევს და მიყურებს. ჰოდა, სანამ ჩემი მეორე მე შემომძახებდა და დრონს სახლში დამატოვებინებდა, დავავლე ხელი და სასწრაფოდ გავვარდი სახლიდან 🙈. ამ ჩემს მეორე მეს ვუთხარი, ვიფრენთ მარტო ჯუნგლებში, უკაცრიელ კუნძულზე, მიყრუებულ სოფელში და ყველაფერი კარგად იქნება თქო.
ჰოდა, აი, მოვედი ჰოი ანში. ყველა სახლი ყვითელია, კოხტა, წითელი კრამიტებით დახურული, ზედ ხავსებსაც გაუვლიათ და ფანრების დღესასწაულისთვის მორთული ნამდვილი სამოთხეა ჩემისთანა ადამიანისთვის. ყველა კუთხე იდეალურია ფოტოსთვის და რომ წარმოვიდგინე, ეს ნავები ზემოდან როგორი იქნებოდა, ვის გაახსენდა ჯუნგლები, უკაცრიელი ადგილები და აშ სადაც ვიეტნამური პოლიცია არ იქნება. რა თქმა უნდა, დრონი გავუშვი და ზუსტად 2 წუთში ჩემს ზურგს უკან მესმის ხმა
-Lady, is it your Flycam? (ქალბატონო, თქვენი მფრინავი კამერაა? ვიეტნამში დრონებს ასე ეძახიან)
აი, სად გამოხტა ის ჩემი მეორე მე, ხომ გეუბნებოდის ძახილით. ახლა თუ დამიჭრეს, დედაჩემი მოკვდება ნერვიულობით, თან ვერც მოვატყუებ, ვსეირნობთქო, გვერდით დგას. მუხლების კანკალით შევბრუნდი და ორი ახალგაზრდა კაცი მიყურებს. კომუნისტური მწვანე უნიფორმა არ აცვიათ
-where are you from? (სადაური ხართ?)
-I am from Georgia - როგორც შემეძლო, ისე თვაზიანად ვუპასუხე მე
-Georgia? Georgia! - გაიმეორა გაკვირვებით და მერე - გამარჯობა, გენატვალე მითხრა
ჰა, რაა? მენაცვალე? სულ დამავიწყდა ჩემი დრონი ცაში. რა თქვა ამ კაცმა? დედაჩემმა ქართული რომ მოისმინა, გაკვირვებულმა თქვენ საიდან ხართო. ბიჭები ინდოელები აღოჩნდნენ, ქართველი მეგობარი ჰყავდათ და სულ არ აპირებდნენ ჩემს დაჭერას. მარტო ის აინტერესებდათ, ზემოდან როგორი ხედი იყო. სიხარულით ლამის შენ მართე აჰათქო, ვუთხარი. რაც აქ ჩამოვედი, სულ იმას ვფიქრობდი, რა შორს არის საქართველო და აი, ახლა, ვფიქრობ, რა პატარაა ეს მსოფლიო
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
Tbilisi