Oakleaf School

Oakleaf School

Share

The official page for Oakleaf School
https://oakleaf.edu.ge/

17/06/2026

✨ გაიცანით ოქლიფის სკოლის წარმატებული მოსწავლე, ნინი ბადრიძე 🚀

🚀 17 წლის ასაკში უკვე სამი საერთაშორისო პროგრამის გამარჯვებული!
გაიცანით ნინი ბადრიძე — მოსწავლე თბილისიდან, რომელიც უკვე დღეს იმ გზას გადის, რაზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობს.
🏆 FLEX-ის გამარჯვებული
🇬🇧 HMC Projects-ის 100%-იანი სტიპენდიანტი დიდ ბრიტანეთში
🌍 UWC Projects-ის ფინალისტი
ნინი ამჟამად Oakleaf School-ში სწავლობს, ხოლო 2026 წლის შემოდგომიდან სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლაში — Lomond School-ში, IB პროგრამაზე გააგრძელებს.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია...
💻 IT Center Mziuri-ში სწავლობს კომპიუტერულ მეცნიერებას — Python, Java და Full-Stack Web Development მიმართულებით.
👩‍🏫 მოხალისედ პროგრამირებას ასწავლის Educate Georgia-ში.
🌟 დააარსა საკუთარი საგანმანათლებლო ორგანიზაცია — ByteReach, რომლის მეშვეობითაც მთის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს პროგრამირებასა და ინგლისურ ენას ასწავლის.
❤️ აქტიურად მოხალისეობს Helping Hand-სა და Caritas-ში.
🔬 ინტერესდება ნეირომეცნიერებით, მუშაობს კვლევით პროექტებზე და უკვე შექმნილი აქვს ISS-ის (საერთაშორისო კოსმოსური სადგურის) რეალურ დროში მონიტორინგის სისტემა API ინტეგრაციით.
✈️ ფლობს 5 ენას:
🇬🇪 ქართული
🇬🇧 ინგლისური
🇷🇺 რუსული
🇩🇪 გერმანული
🇯🇵 იაპონური
📜 აქვს 80-ზე მეტი საერთაშორისო სერტიფიკატი და ნამყოფია CERN-ში, ბრიუსელში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, დუბაიში და სხვა ქვეყნებში.
🎯 მისი მიზანია გახდეს Aerospace Software Engineer და შექმნას ტექნოლოგიები, რომლებიც კაცობრიობას კიდევ უფრო შორს გაიყვანს.
🎙️ 19 ივნისს ნინი ჩემი პირდაპირი ეთერის სტუმარი იქნება, სადაც მოგვიყვება:
✅ როგორ მოიპოვა FLEX-ის გამარჯვება;
✅ როგორ მიიღო 100%-იანი დაფინანსება დიდ ბრიტანეთში;
✅ როგორ მოხვდა UWC Projects-ის ფინალში;
✅ როგორ აერთიანებს სწავლას, მოხალისეობას, კვლევებსა და ტექნოლოგიურ პროექტებს;
✅ და რა რჩევებს მისცემს ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც საერთაშორისო შესაძლებლობების გამოყენებაზე ოცნებობენ.
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ იქცევა დიდი მიზნები რეალურ შესაძლებლობებად, ეს ეთერი არ უნდა გამოტოვოთ!
📅 19 ივნისი
📍 LIVE
მოიწვიეთ მეგობრები და დატოვეთ კომენტარებში თქვენი კითხვები ნინისთვის. 👇
👏 წარმატებები ნინი! საქართველო ამაყობს შენით!
#ქართველისტუდენტები #წარმატებისისტორია

Photos from Oakleaf School's post 15/06/2026

📢 ოქლიფის სკოლის სტუდენტური კონფერენცია - Ideas for a Changing World

✨ 12 ივნისს გაიმართა Oakleaf School-ის სტუდენტური კონფერენცია „Ideas for a Changing World“, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა მოსწავლეები, და მასწავლებლები, რათა ერთად ეფიქრათ თანამედროვე სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

📚 მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეებმა საკუთარი კვლევები, იდეები და ხედვები გაუზიარეს აუდიტორიას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, კლიმატის ცვლილება, გლობალური მოქალაქეობა, მეცნიერება, მედია, ლიდერობა, შემოქმედებითობა და მომავლის პროფესიები.

🗣️ კონფერენციამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა წარმოეჩინათ არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნების, კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები. სხვადასხვა სესიის ფარგლებში მონაწილეები ერთმანეთს უზიარებდნენ იდეებს, სვამდნენ კითხვებს და მონაწილეობდნენ საინტერესო დისკუსიებში.

🚀 განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა კონფერენციის მთავარ იდეას - ახალგაზრდების ხმა მნიშვნელოვანია. სწორედ მათი იდეები, ინიციატივები და შემოქმედებითი ხედვები ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც უკეთესი მომავალი შენდება.

🌟 ვულოცავთ ყველა მონაწილეს, მომხსენებელსა და ორგანიზატორს ამ წარმატებულ დღეს და მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი ცოდნა, გამოცდილება და ენერგია გაუზიარა მომავალ თაობას.

✅ შემოგვიერთდი - შენი მომავალი იწყება აქ.
🔗 http://bit.ly/3RThx0E

ℹ️ ოქლიფის სკოლაში მიღება მიმდინარეობს IB-ის სადიპლომო პროგრამასა (XI კლასი) და ქართულ კურიკულუმზე (VIII-XII კლასები).

09/06/2026

✨🇺🇸 2026 წელს ოქლიფის სკოლის სამმა მოსწავლემ გაიმარჯვა ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამაში და მომავალი სასწავლო წლიდან დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას აშშ-ის სხვადასხვა პრესტიჟულ კერძო სკოლებში.

🚀 გვეამაყება თითოეული მოსწავლის წარმატება და გვჯერა, რომ ერთად ვქმნით თაობას, რომელიც უამრავ წარმატებას მიაღწევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

✅ შემოგვიერთდი - შენი მომავალი იწყება აქ.
🔗 http://bit.ly/3RThx0E

ℹ️ ოქლიფის სკოლაში მიღება მიმდინარეობს IB-ის სადიპლომო პროგრამასა (XI კლასი) და ქართულ კურიკულუმზე (VIII-XII კლასები).

🔻 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს ან დაგვიკავშირდით:

📞 032 200 12 43
📧 [email protected]
📍 ჭავჭავაძის გამზირი №33ა, ვაკე
🌐 https://www.oakleaf.edu.ge

02/06/2026

🎓🎉 ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, ალექსანდრე მდივანი King's College London-ში ჩაირიცხა და სექტემბრიდან სწავლას ინგლისში, ფინანსების მიმართულებით გააგრძელებს.

🇬🇧 King's College London მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტია და მუდმივად იკავებს მაღალ პოზიციებს საერთაშორისო უნივერსიტეტების რეიტინგებში. უნივერსიტეტი გამოირჩევა აკადემიური ხარისხით, ინოვაციური კვლევებითა და ძლიერი საერთაშორისო საზოგადოებით, რომელიც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს აერთიანებს.

✅ ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან და მშობლებთან როგორც სააპლიკაციო პროცესამდე, ისე მისი მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

✨ ვულოცავთ ალექსანდრეს ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი წარმატებებით.

29/05/2026

🎓🎉 ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, ლაშა ჩორგოლაშვილი Nottingham Trent University-ში ჩაირიცხა და სექტემბრიდან სწავლას ინგლისში, ბიზნეს ადმინისტრირებისა და მეწარმეობის მიმართულებით გააგრძელებს.

🇬🇧 Nottingham Trent University დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სტუდენტზე ორიენტირებული უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა სწავლების მაღალი ხარისხით, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პროგრამებითა და ძლიერი კავშირებით დამსაქმებლებთან.

📚 NTU არაერთხელ დასახელებულა სტუდენტური გამოცდილებისა და დასაქმების შესაძლებლობების ერთ-ერთ ლიდერ უნივერსიტეტად დიდ ბრიტანეთში, რის გამოც ის ყოველწლიურად ათასობით საერთაშორისო სტუდენტის არჩევანია.

✅ ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან და მშობლებთან როგორც სააპლიკაციო პროცესამდე, ისე მისი მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

✨ ვულოცავთ ლაშას ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი წარმატებებით.

28/05/2026

🎓🎉 ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, ნიკოლას მელაშვილი Rochester Institute of Technology-ში ჩაირიცხა და სექტემბრიდან დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას აშშ-ში, ფილმისა და ანიმაციის მიმართულებით გააგრძელებს.

🇺🇸 Rochester Institute of Technology (RIT) ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა ინოვაციებზე, პრაქტიკულ სწავლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პროგრამებით. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ რეალურ პროექტებზე, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და განივითარონ კარიერისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარები.

✅ ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან და მშობლებთან როგორც სააპლიკაციო პროცესამდე, ისე მისი მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

✨ ვულოცავთ ნიკოლასს ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი წარმატებებით

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Telephone

Address


33a Ilia Chavchavadze Avenue
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00