AMAXA
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from AMAXA, Health/Beauty, Tbilisi.
02/10/2024
ამაქსა ფარმა ულოცავს უროლოგებს პროფესიულ დღეს🥰❤️
03/04/2024
#მიოფოლიკმენ
🤔 იცით, თუ არა, რომ ოქსიდაციურ სტრესს შეუძლია განაპირობოს მამაკაცის უნაყოფობა?
➡ ოქსიდაციური სტრესი არის დისბალანსი თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის. თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა მუდმივად ხდება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების შედეგად, თუმცა, ორგანიზმს აქვს უნარი გამოიმუშავოს ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ახდენენ წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებსა და ორგანიზმის ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს შორის ბალანსი (თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება ნორმაზე მეტი რაოდენობით, ან ბუნებრივი ანტიოქსიდანტები ვერ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით), თავისუფალმა რადიკალებმა შეიძლება დაიწყოს სხეულის ცხიმოვანი ქსოვილის, დნმ-ისა და ცილების დაზიანება, შედეგად ადგილი აქვს ოქსიდაციური სტრესის განვითარებას.
📌 ოქსიდაციურ სტრესს იწვევს:
☑ არასრულფასოვანი კვება;
☑ ქრონიკული დაავადებები;
☑ სტრესი;
☑ თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება;
☑ გარემო პირობები;
☑ კონკრეტული მედიკამენტები...
‼ ოქსიდაციური სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, მათ შორის მოქმედებს მამაკაცის ნაყოფიერებაზეც. ის განაპირობებს სპერმატოზოიდების დაზიანებას, ე.წ. დნმ-ის ფრაგმენტაციას, რაც, თავის მხრივ, იწვევს მამაკაცის უნაყოფობას. იგი გავლენას ახდენას განაყოფიერების პროცესზე როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ინ ვიტროს პირობებში.
📌 სპერმის დნმ ფრაგმენტაციის მაღალი ინდექსის დროს, მეტია უნაყოფობის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წარუმატებლობისა და თვითნებითი აბორტის განვითარების რისკი. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროული და სათანადო მკურნალობის ჩატარებას.
✔ ოქსიდაციური სტრესის შემცირებისა და სპერმის ხარისხის შენარჩუნებისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა: რეგულარული ვარჯიში, სწორი და დაბალანსებული კვება, ფსიქოლოგიური სტრესის შემცირება, ჭარბი კოფეინის, თამბაქოს და ალკოჰოლის თავიდან არიდება. ამასთან, ისეთი ნივთიერებების კომბინაცია, როგორიცაა: მიო-ინოზიტოლი, L- კარნიტინი, L – არგინინი,სელენი,ცინკი,ტრიბულუსი, ეფექტურად ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს მამაკაცებში უნაყოფობის დიაგნოზით.
მიოფოლიკ მენ-ის - შემადგენელი კომპონენტების სინერგიული მოქმედებით:
☑ აუმჯობესებს სპერმოგრამის დარღვეულ პარამეტრებს: რაოდენობას, მოძრაობას, მორფოლოგიას.
☑ აუმჯობესებს განაყოფიერების პროცესს;
☑ იცავს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას ოქსიდაციური სტრესისაგან;
☑ ამცირებს სპერმის ჰიპერვისკოზურობას;
☑ ეფექტურია სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის შესამცირებლად;
☑ ზრდის ინ-ვიტრო ციკლების წარმატების
✔ მიიღება: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში, 3 თვე.
19/03/2024
ნასკარ გელი - სილიკონის გელი ნაწიბურების მკურნალობისთვის და პრევენციისთვის.
რას წარმოადგენს სილიკონის გელი?
განსაკუთრებული თხევადი ფორმა, ქიმიური და ბიოლოგიური ინერტული სილიკონის.
ნასკარისგელი –არის ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატი, ყველა სახის ნაწიბურების მკურნალობის დროს საწყის თერაპიაში, რეკომენდირებული საერთაშორისო პროტოკოლების მიერ.
v ეფექტური
კლინიკურად დამტკიცებული ეფექტურობა
ამცირებს ნაწიბურის ზომას და შეწითლებას
v მოხერხებული
გამოიყენება ყველა ტიპის ნაწიბურისთვის
ერთი შეფუთვა საკმარისია მკურნალობის მთელი კურსისთვის
დაიტანება დღეში 2 ჯერ
v უსაფრთხო
გამოიყენება დაბადებიდან, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში
ამცირებს ნაწიბურის შეწითლებას და ფერის ცვლილებას
ამცირებს ქავილს და დისკომფორტს
აფერხებს ნაწიბურის წარმოქმნას და მკურნალობს მას
გამოიყენება მაშინვე როგორც კი იხსნება ნაკერები
ვის შეიძლება დავუნიშნოთ ნასკარის გელი?
ნასკარი – სილიკონის გელი ნაწიბურების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის,გამოიყენება ნაწიბურებში, რომლებიც წარმოიქმნება შემდეგ დროს:
✅ზოგადი ქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში (მე 10 დღიდან)
✅ტრავმა
✅ძველი ნაწიბური (2 წლამდე)
✅საკეისრო კვეთა (მე 5 დღიდან)
✅დამწვრობა (დანაწიბურების შემდეგ მშრალ ზედაპირზე)
✅ნაკბენი
✅აკნე და კანის სხვა ანთებითი დაავადებები (სახეზე დატანის შემდგომ 1 წუთში შესაძლებელია დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება)
💡ნასკარ გელი გამოიყენება დღეში ორჯერ
📌არ საჭიროებს ჩაზელვას
❣️არ არის ალერგიული
👩⚕️გამოიყენება 0 ასაკიდან
🖇1 ტუბი საკმარისია მკურნალობისთვის.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 09:00 - 17:00 |
| Tuesday | 09:00 - 17:00 |
| Wednesday | 09:00 - 17:00 |
| Thursday | 09:00 - 17:00 |
| Friday | 09:00 - 17:00 |