BambooCo

BambooCo

Share

BambooCo is a group of companies that produce bamboo houses, bamboo furniture and bamboo composite material.

06/03/2023

♻️ ჯგუფი BambooCo იწვევს სამუშაოდ პროფესიონალ-ოსტატებს ხის ავეჯის დიზაინისა და დამზადების დარგებში. ასევე გვესაჭიროება ადამიანები, ვისაც სადურგლო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს.
✅ შრომის ანაზღაურება დადგინდება ინდივიდუალურად კვალიფიკაციის და შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად. ხელფასის ბაზა - მოჭრილი და გამომუშავებული.

♻️ Группа BambooCo приглашает на собеседование мастеров-специалистов по изготовлению и дизайну деревянной мебели, а также людей, имеющих опыт работы в столярном производстве.
✅ Оплата труда устанавливается индивидуально в соответствии с квалификацией и выполняемой работой. База заработной платы – установленный законодательством минимум плюс бонус по выработке.

19/12/2022

🌿 🌿 🌿 რატომ ბამბუკი?
✅ ბამბუკი - დენდროიდული ლერწამია. ბამბუკი საქართველოში შემოიტანეს 1895 წელს ჩინეთიდან. 1980 წლის სტატისტიკური მონაცემებით მას საქართველოში 3.5 ათ.ჰა ფართობი ეკავა. ბამბუკის სტრუქტურული თვისებები ძალიან შთამბეჭდავია. ის ხეზე ბევრად მსუბუქია, მაგრამ მასზე 1.5 ჯერ უფრო მყარი. ბამბუკის როგორც მასალის ეფექტიანობა (სიმყარის სიმკვრივეზე შეფარდება), 2.5 ჯერ ხეზე და 3 ჯერ ლითონზე მეტია ❗️.
✅ ბამბუკი შეიცავს მეტ ბიომასას და 30%-ით მეტ ჟანგბადს აწარმოებს ვიდრე შესაბამისი რაოდენობის ხის მერქანი. ის ინარჩუნებს ნიადაგის ტენიანობას და აფერხებს ეროზიის განვითარებას. ძალიან სწრაფად იზრდება - მაქსიმალურ სიგრძეს (20 ÷ 25) მ აღწევს 30 ÷ 45 დღეში ‼️.

♻️ 💲 ბამბუკი არ იზიდავდა დიდ ყურადღებას, რადგან პირდაპირი სახით მისგან ღირებულ მოგებას ვერ მიიღებ. მხოლოდ გარკვეული ტექნოლოგიებით დამუშავება-გადამუშავებით და მათ საფუძველზე ინოვაციური შეთავაზებების შექმნით შესაძლებელია ეს მიმართულება საკმაოდ შემოსავლიანი გაახადო. პირდაპირი, გადამუშავებული და კომბინირებული სახით მისი გამოყენება შეიძლება მშენებლობაში (სამშენებლო მასალები და მსუბუქი შენობები), მრეწველობაში (ავეჯი, მოსაპირკეთებელი მასალა, პარკეტი) და ბევრი სხვა.

17/12/2022

🆘 🆘 🆘
ყურადღება - შხამიანი დამათბუნებლები

⛔️ პენოპლასტი - დათბუნების მხრიდან ეფექტური, მაგრამ საკმაოდ ტოქსიკური მასალაა. მას ამზადებენ სტიროლის აქაფებით. სტიროლი - ძლიერი შხამია. გასაყიდად გამზადებულ პროდუქციაშიც აღმოჩენილია თავისუფალი სტიროლის საკმარისი რაოდენობა, რომ მოხდეს მისი ჰაერში გადასვლა. სტიროლის გამოყოფა იწყება 250C-იდან. ის ილექება ღვიძლში, იწვევს ქრონიკულ ჰეპატიტს, ლეიკოზს, სასუნთქი გზების გაღიზიანებას და სხვა. ხე გამჭვირვალეა სტიროლისთვის, ამიტომ მისი გამოყენება ხის საცხოვრისებში მიზანშეწონილი არ არის. პენოპლასტს გააჩნია კიდევ ორი მომწავლავი კომპონენტი - ფენოლი და ფორმალდეჰიდი. მათი გამოყოფა იწყება უკვე 200C. პირველი იწვევს თვალისა და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებას, მეორე კი - ძლიერი კანცეროგენია. პენოპლასტს დიდი ტექნიკური ნაკლიც აქვს - ის ორთქლგაუმტარია, რის გამო შენობაში ირღვევა ტენიანობის ბალანსი და ცუდი ვენტილაციის პირობებში ის ნესტიანდება. დაბოლოს, პენოპლასტის აალება იწყება უკვე 3000C და ამ დროს ის გამოყოფს მხუთავ აირს, რომლის შესუნთქვა ადამიანისთვის მომაკვდინებელია ✝️ ☠️.

❌ მინერალური ბამბა (ქვაბამბა, მინაბამბა, ბაზალტის ბამბა) წარმოადგენს გაცხელებული და გათხევადებული ფუძის ბოჭკოების მასას, რომლებიც ერთმანეთზე სინთეტიკური დანამატებით იკვრებიან. ზუსტად ეს დანამატები წარმოადგენენ საშიშროებას ადამიანის ჯამრთელობისთვის. სინთეტიკურ ფისებზე ისეთი სტანდარტებია დაწესებული, რომ მათი გამოყენება ხდება მხოლოდ მესამე ქვეყნებისთვის განკუთვნილ პროდუქციებში 👨‍ 😈 🤡

14/12/2022

💥🏠 ქართველების რაციონალობის შედევრი - ოდა - ლამაზი, გამძლე, თბილი, იაფი.

ხის მერქანი თბომახასიათებლებით ქვას, აგურს, ბლოკს ბევრად სჯობია. მაგრამ ... მერქნის ბოჭკოები ისეა განლაგეული, რომ გრძივი და განივი მიმართულებებით თბოგამტარიანობა ორ- ან მეტჯერ ერთმანეთისაგან განსხვავდება. ხარჯია დიდი! ამიტომ ვირჩევთ: ან ძვირი ხარისხიანი იმპორტი, ან შეღავათიანი ადგილობრივი კონტრაბანდა!
მაგრამ... არსებობს სხვა გზაც! როგორი? ისეთი მასალა მოვიძიოთ, რომლის მიკრო- და მაკრო- თვისებები დააკმაყოფილებს მთავარ მოთხოვნებს: იყოს ხეზე უფრო კონსტრუქციული, ტექნოლოგიური და იაფი. ასეთია ბამბუკი - მყარი ბუნებრივი კომპოზიტი, ერთგვაროვანი გრძელი ბოჭკოებით და ისეთი ბიოშემადგენლობით, რომელიც იტანს ინოვაციურ ტექნოლოგიურ ზემოქმედებს. რაც მთავარია! მასალაც და „ინოვატორებიც“ საქართველოშია!!!

Want your business to be the top-listed Realtor/realty Service in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Website

Address


Georgia, Tvalchrelidze Street N5
Tbilisi
0182

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 18:00