Andromeda Crypto Galaxy
შენი გზამკვლევი კრიპტო ინდუსტრიაში
https://cryptobuy.ge
29/11/2022
🗣️ თუ კრიპტოსადმი დიდი ინტერესი გაქვს, მაგრამ ბუნდოვანი წარმოდგენა და გსურს, რომ კარგად გაეცნო ამ სფეროს, ეს კურსი შენთვისაა.
🔘 სიღრმისეულად გაიგებ რა არის კრიპტო, ბლოქჩეინი, NFT
🔘 ისწავლი ყველაფერს მაინინგზე და შექმნი ვირტუალურ ფერმას
🔘 ისწავლი როგორ შექმნა პორტფოლიო, როგორ შეაფასო კრიპტო პროექტები ინვესტირებისთვის და როგორ დაიცვა შენი აქტივები
👨 კურსს გაუძღვება კრიპტო-ბლოგერი და კრიპტო ლიტერატურის მთარგმნელი ნიკოლოზ მუსერიძე.
სილაბუსი შეგიძლია იხილო სარეგისტრაციო ფორმაზე დაკლიკების შემდეგ 👇
სილაბუსი Crypto is the future
17/09/2022
❓ რა არის კრიპტოვალუტა?
✔️ კრიპტოვალუტა ელექტრონული ფულია, ის მხოლოდ ციფრულად არსებობს და მას ხელით ვერ შეეხებით, თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ ნებისმიერ ვალუტაზე გადაცვალოთ. კრიპტოვალუტა თავისი შინაარსით დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ
ის არ იბეჭდება როგორც ლარი, დოლარი, თუ სხვა ნებისმიერი ეროვნული ვალუტა. მის მიღმა არ დგას მარეგულირებელი ორგანო, იქნება ეს სახელმწიფო თუ ცენტრალური ბანკი. შესაბამისად, არ არსებობს უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია მისი ტრანზაქციების გაკონტროლება, დაბეგვრა თუ ანგარიშების გაყინვა. ასევე შეუძლებელია მისი გაყალბება, რადგან ის უნივერსალურ, შეუცვლელ კოდს წარმოადგენს, რომელიც კრიპტოგრაფიულადაა შექმნილი.
❓ თუ კრიპტოვალუტის მიღმა მესამე პირი არ დგას, მაშინ როგორ ხორციელდება ტრანზაქციები და რა განაპირობებს მათ სიზუსტესა და უსაფრთხოებას?
✔️ ტრადიციულ მესამე პირს, რომელიც შეიძლება იყოს ბანკი ან სახელმწიფო, კრიპტოვალუტის შემთხვევაში ანაცვლებს ბლოქჩეინი.
ბლოქჩეინი ერთგვარი ციფრული დავთარია, სადაც აღრიცხულია ყველა ტრანზაქცია, რაც კი ოდესმე გატარებულა კონკრეტულ კრიპტოვალუტაში.
ბლოქჩეინის მიღმა არ დგას რომელიმე კონკრეტული პირი, აქ ყველა ტრანზაქცია ავტომატურად, ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება. ტრანზაქციების გატარებას ქსელში მომუშავე მაინერები უზრუნველყოფენ. ისინი განიხილავენ შემოსულ ტრანზაქციას, ადასტურებენ და ამ ინფორმაციას ბლოკის სახით ინახავენ, რომელიც სხვა, აქამდე გაკეთებული ტრანზაქციების ინფორმაციას ემატება და ხდება გრძელი ჯაჭვის ნაწილი.
ამ ჯაჭვში ერთი რგოლის შესაცვლელად მთლიანი სისტემის შეცვლაა საჭირო, რაც შეუძლებელს ხდის მის გაყალბებას და განაპირობებს ქსელის სიზუსტესა და უსაფრთხოებას.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
ჭავჭავაძის ქუჩა, 68
Tbilisi
0179
Opening Hours
| Monday | 11:30 - 20:00 |
| Tuesday | 11:30 - 20:00 |
| Wednesday | 11:30 - 20:00 |
| Thursday | 11:30 - 20:00 |