MT studio

MT studio

Share

18 წლიანი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე

Photos from MT studio's post 30/04/2026

პრაქტიკული სახლი 📍კრწანისში | MT Studio-ს არქიტექტურა

🏠ეს პროექტი არის მაგალითი იმისა, რომ MT Studio არ მუშაობს მხოლოდ პრემიუმ ვილებზე. ჩვენ ვაპროექტებთ სახლებს მათთვისაც, ვინც სოფელში გეგმავს საკუთარი სივრცის შექმნას — ბიუჯეტის, მიწის და რეალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ეს ერთსართულიანი სახლი არის მარტივი, ფუნქციური და კარგად გათვლილი:
მინიმალისტური ფორმა, სწორი გეგმარება და ისეთი დეტალები, რომლებიც მშენებლობას ამარტივებს და ხარჯებს ამცირებს.

პროექტი მოიცავს ფართო ტერასას, ნახევრად ღია დასასვენებელ ზონას პერგოლით და ეზოსთან პირდაპირ კავშირს. დიდი ფანჯრები უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და აერთიანებს შიდა სივრცეს ეზოსთან.

აქციეთ თქვენი ჩანაფიქრი რეალურ პროექტად. 📐
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +995 551 14 52 14 | +995 551 11 14 12
📍 შარტავას ქუჩა N14ა
📩 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

23/04/2026

ორსართულიან საცხოვრებელ სახლი | MT Studio-ს არქიტექტურა

🏠ვილა კლასიკური ევროპული არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითია.
ფასადზე კრემისფერი ბათქაში და რუსტიკული ქვაა კომბინირებული, რაც ტერაკოტისფერ სახურავთან ერთად თბილ ესთეტიკას ქმნის. არქიტექტურის მთავარი აქცენტებია ნახევარწრიული ერკერი, თაღოვანი პანორამული ფანჯრები და ვრცელი აივანი, რაც შენობას დახვეწილ, მარადიულ იერს სძენს.

აქციეთ თქვენი ჩანაფიქრი რეალურ პროექტად. 📐
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +995 551 14 52 14 | +995 551 11 14 12
📍 შარტავას ქუჩა N14ა
📩 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

Photos from MT studio's post 20/04/2026

ორსართულიანი, თანამედროვე ვილა | MT Studio-ს არქიტექტურა

🏠სახლის პირველი სართული დიდ პანორამულ მინის კედლებშია, რაც ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. მეორე სართულზე გათავსებულია ფართო ტერასა, რომელიც მცენარეებით არის მორთული, იდეალურია დასვენებისა და ბუნების ხედებით ტკბობისთვის.

ქვედა სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი და სამზარეულო, ხოლო ზედა სართულზე - საძინებლები და სააბაზანოები.
ეზოში მოწყობილია მწვანე გაზონი და საცურაო აუზი.
ეს სახლი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტს, სტილს და ბუნებასთან სიახლოვეს.

აქციეთ თქვენი ჩანაფიქრი რეალურ პროექტად. 📐
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +995 551 14 52 14 | +995 551 11 14 12
📍 შარტავას ქუჩა N14ა
📩 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

Want your business to be the top-listed Contractor in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


შარტავა ქ. #14ა
Tbilisi
0160