WEFORWARD

WEFORWARD

Share

თქვენი სანდო პარტნიორი გადაზიდვების სფეროში, რომელიც ტვირთს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოგაწვდით.

23/02/2026

გვინდა გაგაცნოთ ჩვენი პარტნიორი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია WEFORWARD , რომელიც სამი წლის წინ შემოვიდა ბაზარზე და უნიკალური, ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებული მომსახურებით განსაკუთრებული ადგილი დაიკავა გაჯერებულ ინდუსტრიაში.

WEFORWARD სწრაფად მზარდი კომპანიაა და პერიოდულად საჭიროებს ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებას, რომლის პაკეტიც Start-ის გამოცდილმა კონსულტანტებმა მოამზადეს. აღნიშნული ცვლილებების მთავარი ამოცანაა, კომპანიამ გააგრძელოს ზრდა შეფერხებების გარეშე, წინასწარ განსაზღვრული სავარაუდო რისკები და მათი ელიმინაციის გზები, გარანტიას იძლევა, რომ ორგანიზაციული რესურსი ოპტიმალურად იქნება გამოყენებული და საოპერაციო ნაწილში კომპანია ხარვეზების გარეშე მოემსახურება გაზრდილ მოთხოვნას.

პროექტის ფარგლებში დამფუძნებლებმა მიიღეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები. მომზადდა სამოქმედო გეგმა, დაიგეგმა ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები, განისაზღვრა პრიორიტეტები და დაგეგმილი ცვლილებები გაზიარდა თანამშრომლებთან საერთო ხედვის შესაქმნელად.

გვჯერა, რომ WEFORWARD დაგეგმილ ცვლილებებს წარმატებით განახორციელებს და კომპანიის განვითარების პროცესში წარმატებულ ნაბიჯებს გადადგამს წინ.

#გააძლიერექართულიბიზნესი

15/01/2026

🇹🇷 თურქეთი, როგორც სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, სწორედ ამიტომ თურქეთიდან საქართველოში ტვირთის გადაზიდვა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა.

📊 2025 წელს თურქეთი საიმპორტო პარტნიორებს შორის ლიდერია.

🚛 WEFORWARD გთავაზობთ ტვირთების სახმელეთო გადაზიდვას თურქეთიდან - როგორც სრული, ასევე ნაკრები ტვირთების (FTL / LTL).

✅ ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებას ოპტიმალური მარშრუტებით.

29/12/2025

გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎄✨

WEFORWARD-ის გუნდი გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს! 🚚📦🎁

25/11/2025

🚚 გელოდებათ გამოფენაზე!

💫 4 დეკემბრის ბიზნეს გამოფენის პარტნიორი კომპანია - WEFORWARD

💼 Pullman Tbilisi Axis Towers-ში, გამოფენაზე "ადამიანები ბიზნესის უკან", WEFORWARD-ის გუნდი მზად არის შეგხვდეთ თქვენ და გაგიზიაროთ საერთაშორისო ლოგისტიკის საუკეთესო გადაწყვეტილებები.

🌍 გაეცანით ჩვენს სერვისებს, შეიტყვეთ მეტი კონკურენტული ტარიფების შესახებ და აღმოაჩინეთ, როგორ შეუძლია WEFORWARD-ს გაამარტივოს თქვენი ბიზნესის საერთაშორისო გადაზიდვები.✨ მოდით, ერთად ვისაუბროთ თქვენი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე!

✨ გელოდებით გამოფენაზე „ადამიანები ბიზნესის უკან“, 4 დეკემბერს Pullman Tbilisi Axis Towers-ში!

Want your business to be the top-listed Transport Service in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Address


Givi Kartozia 8
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00