Promo Pulse
პრომო და პოლიგრაფიული მომსახურება
2 სამუშაო საათი, ანაზღაურება 70 ლარი. რუსთაველის გამზირზე, პარასკევს, 14 ნოემბერს, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე გვჭირდება მოდელის ტიპის გოგონა, სიმაღლე 175 სმ-დან, რომელიც მაღაზიის გახსნაზე დახვდება სტუმრებს. დაინტერესების შემთხვევაში გამომოგზავნეთ👇
1. ასაკი
2. სიმაღლე
3. რა გამოცდილება გაქვთ
4. 2-3 ც ფოტო
5. მობ ნომერი
22/02/2025
მეგობრებო! 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ფეისბუქის გვერდი შეიქმნა! დიახ, - 13 წელი!
რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანია ცოტა უფრო ადრე დაარსდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ციფრებს, როდესაც საქმე ეხება პროფესიონალიზმს და ხარისხს?
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ჩვენს წარმატებაში.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი პირველი თაობის თანამშრომლები, რომლებიც დღეს უკვე სერიოზული ადამიანები არიან, 30-35 წლისები, და ხშირად სწორედ ისინი უკვეთავენ ჩვენთან პრომო აქციებს. ეს არის ნამდვილი წარმატება!
და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს შეუცვლელ დამხმარეს, თაკოს, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა! თაკოს უნიკალური მეხსიერება ჩვენი კომპანიის საიდუმლო იარაღია!😃 ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი ზეპირად იცის და მასთან ექსელიც კი არაფერია! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!❤️
ასევე, მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს რეგიონულ ხელმძღვანელებს. მათი თავდაუღალავი შრომის, ორგანიზებულობისა და ფორს-მაჟორულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური მოქმედების, გამჭრიახობის შედეგად, ჩვენი კომპანია ყოველთვის წარმატებით ასრულებს დასახულ ამოცანებს. პირადად მე, მათგან ბევრი რამ ვისწავლე და მადლობელი ვარ🙌❤️
მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან არის! ❤️"
წლები წარმატებული თანამშრობლობისთვის...
19/11/2024
❗წინა პოსტის განახლება👇
აბა ყურადღება😊
25 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირა შესვენება), აფთიაქებში სამუშაოდ გვჭირდება კარგი გაყიდვების უნარების მქონე გოგონები, რომლებიც მომხმარებელს შესთავაზებს და კონსულტაციას გაუწევს პრემიუმ ხარისხის სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას. ტრეინინგზე მოგიწევთ პროდუქტების მახასიათებლების შესწავლა. 4 სამუშაო საათი (18:00-22:00), ანაზღაურება დღეში ფიქსირებული 45 ლარი, პლუს გექნებათ სააგენტოსგან დამატებით 5 ლარი ბონუსი გარკვეული რაოდენობის გაყიდვების შესაბამისად და ასევე კიდევ ერთი დამატებითი საბონუსე სისტემა დამკვეთის მხრიდან, რაც ასევე გაყიდვებზე იქნება დამოკიდებული
საყურადღებო დეტალი❗👇
აღნიშნული სამი კვირის განმავლობაში, შაბათ-კვირის გარდა ასევე შეგეძლებათ 2 სამუშაო დღის გაცდენა, აუცილებლად რეზერვთან შეთანხმებით.
მნიშვნელოვანი პირობა!❗👇
შაბათ-კვირის გარდა ორ სამუშაო დღეზე მეტად გაცდენის შემთხვევაში დღიური ფიქსირებული თანხა 45 ლარის ნაცვლად იქნება 30 ლარი.
📍ლოკაციები:
1. ბარათაშვილის ქ.
2. ჭავჭავაძის გამზ.
3. თემქა
4. კანდელაკის ქ.
5. კოსტავას ქ.
6. ცინცაძის ქ.
7. პუშკინის ქ.
8. გაბრიელ სალოსი
9. აღმაშენებლის გამზ.
ვინც ფიქრობთ, რომ ნამდვილად შეძლებთ გაყიდვების მიმართულებით ეფექტურ მუშაობას, პირადში მომწერეთ:
1. ასაკი
2. სამუშაო გამოცდილება (სადაც გიმუშავიათ)
3. მობ ნომერი
4. 2-3 ცალი ფოტოსურათი
აბა ყურადღება😊
აფთიაქებში სამუშაოდ გვჭირდება კარგი გაყიდვების უნარების მქონე გოგონები, რომლებიც მომხმარებელს შესთავაზებს და კონსულტაციას გაუწევს პრემიუმ ხარისხის სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას. ტრეინინგზე მოგიწევთ პროდუქტების მახასიათებლების შესწავლა. 4 სამუშაო საათი (18:00-22:00), ანაზღაურება დღეში ფიქსირებული 45 ლარი, პლუს გექნებათ სააგენტოსგან დამატებით 5 ლარი ბონუსი გარკვეული რაოდენობის გაყიდვების შესაბამისად და ასევე გარკვევის პროცესშია კიდევ ერთი დამატებითი საბონუსე სისტემა დამკვეთის მხრიდან, რაც გაყიდვებზე იქნება დამოკიდებული (ეს ბოლო ბონუსი ჯერ გადაწყვეტილი არ არის).
საყურადღებო დეტალი❗👇
სამუშაო განსაზღვრულია 30 უწყვეტ დღეზე, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად რეზერვთან შეთანხმებით, შეგეძლებათ ამ 30 დღეში 4 დღით დასვენება.
მნიშვნელოვანი პირობა!❗👇
ოთხ სამუშაო დღეზე მეტად გაცდენის შემთხვევაში დღიური ფიქსირებული თანხა 45 ლარის ნაცვლად იქნება 30 ლარი. აქცია დაიწყება უახლოეს დღეევში, თარიღი ზუსტდება.
📍ლოკაციები:
1. ბარათაშვილის ქ.
2. ჭავჭავაძის გამზ.
3. თემქა
4. კანდელაკის ქ.
5. კოსტავას ქ.
6. ცინცაძის ქ.
7. პუშკინის ქ.
8. გაბრიელ სალოსი
9. აღმაშენებლის გამზ.
ვინც ფიქრობთ, რომ ნამდვილად შეძლებთ გაყიდვების მიმართულებით ეფექტურ მუშაობას, პირადში მომწერეთ:
1. ასაკი
2. სამუშაო გამოცდილება (სადაც გიმუშავიათ)
3. მობ ნომერი
4. 2-3 ცალი ფოტოსურათი
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Tbilisi
0112