Association Life Chance

Association Life Chance

Share

Life Chance Tbilisi Our goal is to help the disadvantaged youth and give them opportunity of an independent and self-reliant life.

Photos from Association Life Chance's post 23/10/2024

თქვენი ფინანსური თანადგომა გვჭირდება! 🙌❤️

როგორც იცით, სამშაბათობით და ხუთშაბათობით,
ახალგაზრდული სახლის სასწავლო პროგრამაში ავტოსკოლის გაკვეთილები დავამატეთ. ამჟამად, ჩვენი ცხრა (9) ახალგაზრდა სწავლობს თეორიულ ნაწილს,
რისთვისაც დიდი მადლობა ბაკური მასწავლებელს!

თუმცა, თეორია რომ არ დაავიწყდეთ გამოცდამდე,
ამასობაში, ახალგაზრდები:
▪️ უნდა დარეგისტრირდენ გამოცდაზე
▪️ გაიარონ პრაქტიკული გაკვეთილები (მოედანი)
▪️ აიღონ შესაბამისი ცნობები გამოცდისათვის

აი სწორედ ამ ნაწილში გვჭირდება თქვენი დახმარება.
თითოეული ახალგაზრდისათვის საშუალოდ 300₾-ის ოდენობის თანხას ვაგროვებთ👌

თუკი გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა და გსურთ,
გახდეთ ახალგაზრდების პირდაპირი მხარდამჭერი🙏 რათა უახლოეს მომავალში მათ ჰქონდეთ მართვის მოწმობები და შეძლონ უფრო წარმატებულად დასაქმება,
დაგვიკავშირდით პირადად 🙌

თუ რაიმე კითხვა გექნებათ 📞
+995599604378 (ლელა)

მადლობა მხარდაჭერისათვის💕🌻

Photos from Association Life Chance's post 10/10/2024

ჩვენი ეზო ❤️

👩‍🍳 როდესაც ჩვენთან შემოხვალ, მარჯვნივ დაგვხდება კულინარიის სახელოსნო, მცირე თავშესაყრელი სივრცე და იქვე ახლოს სასადილო, სადაც ერთად მივირთმევთ ხოლმე;

კულინარიის სახელოსნოს, რომ ჩაცდები მინის სახელოსნოა 🖌️, ხოლო მოპირდაპირედ სადურგლო🪵;
აი შუაში, დიდი შენობა რომ არის, იქ ნაწილობრივ თანამშრომლების ოთახებია, ხოლო ნაწილობრივ რამდენიმე ახალგაზრდის საცხოვრისი;

ცოტა ქვევით, მაია მგელიაშვილის სახელობის აუდიტორიაა, დიდი და ლამაზი.

კიდევ ბევრი რამეა, თუ გვესტუმრებით უკეთ მოგიყვებით 🫶

Photos from Association Life Chance's post 08/10/2024

მოდი მინის სახელოსნოში შევიჭყიტოთ 👀

მინაზე მუშაობა დიდი ხანია, საყვარელ საქმედ იქცა ჩვენი ახალგაზრდებისათვის. ამასობაში კი, მართლაც კარგ ოსტატებად ჩამოყალიბდნენ 💥

შესანიშნავ ნივთებს ამზადებენ და ცალი ხელით უკვე საშობაო ბაზრობისთვის ემზადებიან, რომ განახონ და შეგაყვარონ რა სილამეზეები ჩაიდინეს 🕺

Want your organization to be the top-listed Non Profit Organization in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


S. Chikovani Street 14
Tbilisi
0171