Reach Point Georgia

Reach Point Georgia

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Reach Point Georgia, Tourist Information Center, 2 Gagarini Street, Tbilisi.

06/12/2020

#რიონისხეობისგადასარჩენად

🔴მოგესალმებით მეგობრებო, ბევრმა შეიძლება არ იცით, მაგრამ ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციამ ადგილობრივ ფედერაციას 2019 წელს, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მდინარე ცხენისწყალზე და რიონზე ევროპის თასის 🏆და მსოფლიო თასის 🏆ჩატარების თანხმობა მისცა! (დასტურის წერილი იხილეთ სურათზე) მსოფლიო ჯომარდობის ფედერაციის ერთ-ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელსაც უშუალოდ ეხება ჩემპიონატის ჩასატარებელ გარემოს შეფასება და დასკვნის დადება, ბატონი მარკ ჰირსტი თვითონ იყო ჩამობრძანებული, ადგილზე შეისწავლა მთელი რიონის და ცხენისწყალის ხეობა და აღფრთოვანებულმა აღნიშნა, რომ ასეთი გარემო, რომელიც ჯომარდობის ყველა სირთულეს მოიცავს სულ რამოდენიმეა მთელ მსოფლიოში 🙏, აქედან გამომდინარე მან მწვანე შუქი აუნთო ამ ორ ძალიან დიდ ღონისძიებას, რაც ძალიან დიდი საქმე იქნებოდა ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ამ ღონისძიებას საერთოდ არ ქონდა მხარდაჭერა არც სპორტის სამინისტროდან და არც ტურიზმის დეპარტამენტიდან, რაც ძალიან გასაკვირია და ჩვენ პირდაპირ ვერ ვიტყვით, მაგრამ საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს, ამ ღონისძიებების შეჩერება პირდაპირ კავშირშია ნამოხვანის და ონის ჰესების მშენებლობასთან.
🔴ეს ღონისძიებები მომავალში შიძლება კიდევ ჩატარდეს, რადგან აღმოჩნდა რომ ეს ხეობები უნიკალურია ამ სფეროსთვის და თუ თქვენც მომხრე ხართ რაჭა ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის ამ მიართულებით განვითარების და ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების და არა დატბორვის, გთხოვთ ხელი მოაწეროთ პეტიციას.
🔴ყველამ ალბათ იცით, რომ უამრავი პასუხ გაუცემელი კითხვაა ამ ჰესებთან დაკავშირებით, ეკოლოგიის და უსაფრთხოების კუთხით, რასაც ათწლეულებია ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს, მაგრამ უკვე თვეზე მეტია მათ უწევთ ამის გაკეთება მძიმე პირობებში, ისინი მორიგეობით ამ სიცივეში გარეთ გათენებით აპროტესტებენ და ითხოვენ პასუხებს და არ აძლევენ უკანონო მშენებლობას უფლებას.✊ თხოვნა გვექნება რომ მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ ყველამ ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთად დავიცვათ ლეჩხუმი და მთელი საქართველო!!! მადლობა ყველას წინასწარ💙
https://manifest.ge/main/item/3107?fbclid=IwAR2Zk33rxjN2fjGZRwU72om-YgENQgcVCiJTA6Jywl0v2GODN8-w6ur9zdM #.X7fD9I-9II8.facebook

Want your business to be the top-listed Travel Agency in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


2 Gagarini Street
Tbilisi