WECF Georgia
WECF | Georgia is a branch office of Women Engage for a common Future (WECF) International
14/03/2025
*SEE ENGLISH TEXT BELOW*
2025 წლის 12 მარტს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მარიამ პაიჭაძე, WECF საქართველოს კომუნიკაციების მენეჯერი, სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გზის უკანონო გადაკეტვას.
მარიამი, 2024 წლის 28 დეკემბერს, მონაწილეობდა მშვიდობიან მსვლელობაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე კობა ჩაგუნავა აქამდე მსგავს საქმეებზე ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით მაშინ მიიღო, რაც მარიამ პაიჭაძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და უსამართლობას მომავალშიც არ შეეგუება.
WECF საქართველო მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ადამიანების ფუნდამენტური უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს. სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ და დაჯარიმებულ ადამიანებს.
ფოტოები: ირაკლი პირველი, მაუწყებელი
-
On March 12, 2025, Judge Koba Chagunava found our colleague Mariam Paichadze, Communications Manager at WECF Georgia, guilty of illegally blocking the road and fined her 500 GEL (app. 160 euros) under Article 174-1 of the Code of Administrative Offenses.
Mariam participated in a peaceful march on December 28, 2024, a right guaranteed by the Constitution of Georgia.
However, Judge Koba Chagunava, who had previously often issued only verbal warnings in similar cases, stated that he decided to impose this sanction on Mariam after she declared that she did not consider herself guilty and would continue to stand against injustices in the future.
WECF Georgia believes that such decisions pose a threat to fundamental human rights and freedom of expression. We express our solidarity with those who have been illegally detained and fined by the regime.
Photos: Irakli Pirveli, Mautskebeli
24/01/2025
*FOR ENGLISH SCROLL DOWN*
დაარსების დღიდან “ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს” ერთ-ერთ პრიორიტეტს მედიასთან მუშაობა და ეთიკური გაშუქებისა ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ორგანიზებით, 2021 წლიდან იმართება ყოველწლიური მედია დაჯილდოება “მედია თანასწორობისთვის”, რომელიც ცენტრალური და რეგიონული მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წახალისებას უწყობს ხელს. ბოლო დაჯილდოების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ამასთანავე მედია გარემო კიდევ უფრო დამძიმდა. მედია საშუალებები, რომელთა მხარდაჭერასაც ვცდილობდით, დღეს საფრთხის ქვეშ არიან.
2023 წელს, ჟიურისა და WECF საქართველოს გადაწყვეტილებით, “მედია თანასწორობისთვის” სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა “ნეტგაზეთი/ბათუმელებს”. „გაზეთი ბათუმელები“ ქართულ მედიაში 2001 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო „ნეტგაზეთი“ 2010 წელს დაარსდა. 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, ორივე გამოცემა გამოირჩევა ეთიკური, გენდერულად მგრძნობიარე და ჩაგრული ჯგუფების მხარდამჭერაზე ორიენტირებული გაშუქებით. დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიციური რეჟიმი არც მედიის შევიწროებას ერიდება. "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი საპოლიციო ძალებმა 12 იანვარს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-7 წლით პატიმრობით ისჯება. აღსანიშნავია, რომ პირველად დაკავებისას, მზია ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი ახლაც ციხეში იმყოფება და უკვე მე-12 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს და ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ვუერთდებით დღეს, 24 იანვარს 18:30 საათზე მარშს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან.
დემოკრატია ვერ იქნება იქ, სადაც მედია ციხეშია. თავისუფლება მზია ამაღლობელს!
ფოტო: ფორმულა
-
Since its founding, Women Engage for Common Future (WECF) - Georgia has focused on collaborating with the media and promoting ethical journalism. Thus, we have been organizing - Media for Equality - annual media award since 2021, encouraging ethical media coverage and recognizing ethical media products from journalists and media organizations from both central and regional outlets. However, after the most recent award, the political situation in the country and the media environment have become more challenging. Many of the media outlets we aim to support now face significant threats from the ruling party and are unable to pursuit their work.
In 2023, the jury and WECF Georgia awarded the Media for Equality special prize to Netgazeti/Batumelebi for their outstanding efforts in advancing ethical journalism. Batumelebi has been part of Georgia’s media landscape since 2001, with Netgazeti joining in 2010. Over the years, both outlets have consistently demonstrated a commitment to ethical reporting, gender sensitivity and supporting marginalized groups.
Unfortunately, media freedom is under increasing pressure by illegitimate government. On January 12th, Mzia Amaghlobeli, the founder and the director of Batumelebi and Netgazeti, was arrested by police and charged under the Criminal Code, for assaulting a police officer and carries a potential sentence of 4 to 7 years. During her first detention, Mzia experienced inappropriate treatment, including physical and verbal abuse. She remains in prison and has been on hunger strike for 12 days in protest.
We stand in solidarity with Mzia Amaghlobeli and all those unlawfully detained! We demand their immediate release! Join us today, January 24, at 18:30 for the march starting at Charter of Journalistic Ethics.
There is no democracy where the media is behind bars. Freedom for Mzia Amaghlobeli!
Photo: Formula
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the organization
Website
Address
Kazbegi Avenue #44
Tbilisi
0160
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |