Learning programming with David Dvali
This page is for publishing various materials that relate to programming. Also on this page I will publish all news related to training / learning process.
12/11/2025
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ გასაუბრება 2026 წლის იანცარ-თებერვლის პროგრამირების შემსწავლელ ჯგუფებში ჩასარიცხ კანდიდატებთან ჩატარდება
2025 წლის 30 ნოემბერს (კვირას), 21:00 საათზე.
გასაუბრება გაიმართება ჯგუფურად, ონლაინ ფორმატში Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. თითოეულ სესიაზე დაიშვება დაახლოებით 20 მონაწილე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებაში მონაწილეობისათვის აუცილებელია მიკროფონის ქონა.
დასწრების სურვილის დასადასტურებლად, გთხოვთ კომენტარის სახით დაწეროთ სიმბოლო "+".
შერჩეული კანდიდატები დამატებით მიიღებენ Zoom-ის ბმულს და დეტალურ ინსტრუქციას შეხვედრის წინ.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სწავლების პროცესი ძალიან სიღრმისეულია და მოითხოვს საკმაოდ დიდ დროსა და ყურადღებას. შესაბამისად, სტუდენტების რაოდენობა იქნება მკაცრად შეზღუდული.
ასევე, ხარისხისა და მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, ლექციები ტარდება მხოლოდ ადგილზე, პირადი დასწრებით (ონლაინ ფორმატს პრინციპულად არ ვიყენებ).
პატივისცემით,
დავით დვალი
მოგესალმებით, მეგობრებო!
როგორც მოგეხსენებათ, ახლახანს დასრულდა ახალი სასწავლო ჯგუფების კომპლექტაცია და ლექციები უკვე მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ამ ეტაპზე ვერ მოხვდა ჯგუფებში:
როგორც იცით სტუდენტები ამყავს საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით, რის გამოც, სამწუხაროდ, ბევრი მსურველი დარჩა ჯგუფის მიღმა. ამის გამო გიხდით გულწრფელ ბოდიშს და მადლობას გიხდით გაგებისთვის.
აქვე აღვნიშნავ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა გამომიჩნდეს კიდევ ერთი დამატებითი ადგილი ერთი ჯგუფისათვის. ამ ჯგუფში მოხვედრა შესაძლებელი იქნება გასაუბრების საფუძველზე, რომელიც დაინიშნება ნოემბრის დასაწყისში.
თუ გსურთ მოხვდეთ გასაუბრების სიაში, გთხოვთ მიუთითოთ კომენტარში “+” ამ პოსტზე.
ასეთ შემთხვევაში, მოგაწვდით შესაბამის მოწვევას გასაუბრების დეტალებით.
პატივისცემით,
დავით დვალი
მოგესალმებით!
გაცნობებთ, რომ დაიწყო ჩაწერა 2025 წლის სექტემბერ - ოქტომბრის ნაკადის პროგრამირების შემსწავლელ ჯგუფებში (მასალის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ კომენტარებში მითითებულ ბმულზე), რომელში მოხვედრის მსურველებსაც ჩაუტარდებათ გასაუბრება, რის საფუძველზეც გადაწყდება მათი ჯგუფში მოხვედრის საკითხი.
სწავლის ღირებულება შეადგენს თვეში 300 ლარს, ხოლო მთლიანი კურსის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 2.5 - 3 წელს.
ყველა მსურველს გთხოვთ გაწევრიანდეთ ჯგუფში "უახლოეს ჯგუფებში მოხვედრის კანდიდატები" (ბმული იხილეთ კომენტარებში), სადაც გამოცხადდება შესაბამისი გასაუბრებების ჩატარების შესახებ.
გაკვეთილები ჩატარდება პ. ქავთარაძის ქუჩაზე (დამატებით დეტალებს მიიღებთ მოგვიანებით, ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში).
ადგილები შეზღუდულია. შეირჩევა მსურველთაგან, მხოლოდ ღირსეული კანდიდატები.
პატივისცემით,
დავით დვალი
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the school
Website
Address
Tbilisi