Self-Organization Network / SON
The Self-Organization Network / SON is an English version page of the Georgian student movement (სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი).
22/07/2023
დღეს, "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია "ევექსი" ფლობს კლინიკების 50%-ზე მეტს! არ შეიძლება ბანკი ფლობდნენ ჯანდაცვას! არ შეიძლება ჯანდაცვა იყოს იყოს ბიზნესი, სადაც უყურებენ მხოლოდ მოგებას, ხოლო მედპერსონალი ექსპლუატირებულია ხოლო პაციენტების უფლებები უგულებელყოფილი! ჯანდაცვა ჩვენი უფლებაა!
10/06/2023
ჯანდაცვის, ზრუნვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ უცხადებს სოლიდარობასა და სრულ მხარდაჭერა გაფიცულ ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც წლებია გაუსაძლის და მოუწესრიგებელ პირობებში საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად შრომობენ, თუმცა მათი შრომა დაუფასებელია. გაფიცულების მათი მთავარი მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ძველი სამუშაო გრაფიკის დატოვება და ღირსეული ანაზღაურებაა. მაღაროელები ასევე ითხოვენ ითხოვენ ხელფასის ზრდას ინფლაციის გათვალისწინებით, კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებებს, ნაყოფიერ შრომაზე წამახალისებელ დანამატს ყველა მშრომელისთვის, სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის საკითხის მოწესრიგებას და ქალაქ ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას.
"თბილისის სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენელი ელენე ბერიაშვილი ტელეკომპანია "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში საუბრობს განახლებულ შრომის კოდექსზე, მის შინაარსზე და აღსრულებაზე; ორგანიზაციის საქმიანობასა და გამოცდილებაზე.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the organization
Address
Tbilisi