REC Caucasus
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი Regional Environmental Centre for the Caucasus
09/02/2026
🌱 ვიწვევთ რესურსების დაზოგვით, ნარჩენების და ხარჯების შემცირებით, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდით დაინტერესებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს, კომერციულ იურიდიულ პირებს და სოციალურ საწარმოებს ძალიან საინტერესო და ინოვაციურ ინიციატივაში “ფოთისა და ხობისთვის ცირკულარული გარდაქმნის ლაბორატორია” მონაწილეობის მისაღებად.
🌱 თუ უკვე ეწევით სამეწარმეო საქმიანობას ფოთსა და ხობში, ან დაინტერესებული ხართ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა ან ცირკულარული ბიზნესის სერვისი ფოთსა და ხობში შექმნათ ან გააფართოვოთ, ეს ინიციატივა შენთვის არის!
🌱 ინიციატივის ფარგლებში შერჩეულ 30 მეწარმეს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ უფასო მენტორობა და პრაქტიკული რეკომენდაციები საუკეთესო ეროვნული და საერთაშორისო ექპერტებისგან. ასევე, ისინი გაეცნობიან, თუ როგორ გაზარდონ ბიზნესის ეფექტიანობა და მოგება, დაზოგონ რესურსები, შეამცირონ ნარჩენები, გააუმჯობესონ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
🌱 შემდეგ ეტაპზე, 10 საუკეთესო ცირკულარული იდეის და პოტენციალის მქონე მეწარმეს დავეხმარებით ცირკულარული მიდგომების დანერგვაში. საპილოტე იდეების ფონდი 90000 აშშ. დოლარია.
📢 საინფორმაციო შეხვედრები დაინტერესებული ბიზნესებისთვის:
📍 16 თებერვალი - ხობი, 14:00 საათზე
📍 17 თებერვალი - ფოთი, 11:00 საათზე
🗓️ განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 თებერვალი
✉️ საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]
🔗შესავსები ფორმა: https://shorturl.at/KBTHc
🔗დამატებითი ინფორმაცია: https://shorturl.at/2cHCQ
🇺🇳🇩🇰 აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP Georgia) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" პროექტის ფარგლებში, რეკ კავკასიასთან (REC Caucasus) თანამშრომლობით.
ბიზნესების მხარდაჭერა ფოთსა და ხობში პროექტ „მწვანე მომავლის" ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რეკ კავკასია იხმობს ფოთსა და ....
გიცდიათ ქუთაისში ახალი ელექტრო ავტობუსებით მგზავრობა❓
🚌🌱ელექტრო ავტობუსები უკვე ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილია და ქალაქში გადაადგილების უფრო ეკომეგობრულ ალტერნატივას წარმოადგენს.
🤝 გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორციელებული ეს ინიციატივა მიზნად ისახავს დაბალემისიიანი ტრანსპორტის განვითარებას და სათბური აირების ემისიების შემცირებას.
***
Have you tried riding electric buses in Kutaisi❓
🚌🌱 Electric buses have been introduced into Kutaisi’s public transport system, offering a more environmentally friendly mobility alternative.
🤝 Implemented with the support of the Global Environment Facility (GEF), this initiative aims to promote low-emission urban transportation in the city and to reduce greenhouse gas emissions.
♻️ საქართველო მნიშვნელოვნად მიიწევს წინ უფრო სუფთა და უსაფრთხო გარემოსკენ.
პროექტის "პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში" ფარგლებში:
✅ იდენტიფიცირდა 118 ტონა სახიფათო პქბ ზეთი, რომელიც ამოღებისა და უსაფრთხო განადგურების პროცესშია
✅ ქვეყნის მასშტაბით შემოწმდა 7,000 დაბინძურებული ტრანსფორმატორი
✅ სპეციალისტები გადამზადდნენ უსაფრთხო დეკონტამინაციის მიმართულებით
🎥 ვიდეოში UNIDO-ს ექსპერტები ალექსანდრე მიქოვსკი და ვლადიმირ ანასტასოვი გვიამბობენ, რა არის პქბ-ს შემცველი ზეთები, რატომ წარმოადგენენ ისინი საფრთხეს და როგორ მიმდინარეობს მათი უსაფრთხო ამოღება და განადგურება საქართველოში. 🔗 https://shorturl.at/e7Jbg
***
♻️ Through the PCB-Free Electricity Distribution Project, the country is making a major move toward a cleaner and safer environment.
✅ 118 tons of hazardous PCB oil identified for safe removal
✅ 7,000 transformers tested across Georgia
✅ Georgian specialists trained in safe decontamination and retrofilling
🎥 In this video, UNIDO Experts Aleksandar Mickovski and Vladimir Anastasov explain what PCB oil is, why it’s dangerous, and how Georgia is safely removing and destroying it. 👇
Click here to claim your Sponsored Listing.
Contact the organization
Telephone
Website
Address
48/50 Mtskheta Street
Tbilisi
0179
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:30 |
| Tuesday | 10:00 - 18:30 |
| Wednesday | 10:00 - 18:30 |
| Thursday | 10:00 - 18:30 |
| Friday | 10:00 - 18:30 |