Heel.ge

Heel.ge

Share

გერმანული ფარმაცევტული კომპანია Heel-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

22/05/2026

👀 თვალის სიმშრალე საკმაოდ ხშირი პრობლემაა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ეკრანთან დიდხანს მუშაობით, ამ დროს თვალის დახამხამების პროცესი შემცირებულია, რის გამოც შრება თვალის ლორწოვანი გარსი. ეს მდგომარეობა საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის და გამოიხატება: ცრემლდენით, წვის შეგრძნებით, თვალის დახამხამების დროს ტკივილით.
👁️ ოკულოჰეელი შექმნილია სწორედ იმისთვის რომ დაგეხმაროთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. მას გააჩნია: ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი, დამატენიანებელი მოქმედება. იგი წმენდს, ატენიანებს და იცავს თვალის ლორწოვან გარსს.
🔹 ოკულოჰეელი გამოიყენება თვალის ან ქუთუთოს გაღიზიანების, ანთების, თვალების ზედმეტად დაძაბვის, ცრემლდენის, თვალებში სიმხურვალის, ქავილის შეგრძნების, სინათლისადმი მგრძნობელობის დროს.
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია 🇩🇪
#ოკულოჰეელი #თვალისსიმშრალე #თვალისალერგია #თვალისმგრძნობელობა #ჰეელი

Photos from Heel.ge's post 22/04/2026

✴️ 18 აპრილს, თბილისში Radisson Blue Iveria-ს საკონფერენციო სივრცეში გაიმართა “Heel“-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი „ბოორეგულაციური თერაპია სისტემურ მედიცინაში: ანთებიდან აღდგენამდე“.
👩‍⚕️ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო, მედიცინის დოქტორი, “Heel“-ის სამედიცინო საკითხებისა და კვლევის დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი ალტა სმიტი, რომლის მოხსენების თემა გახლდათ: „ ქრონიკული ანთება და მიკროანთება-რეგენერაციის ფიზიოლოგიური გზა“
👨‍⚕️ შპს. „ ბიომედიკას“ დირექტორმა, პროფესორმა ბესიკ შამუგიამ ისაუბრა თემაზე: „პოლიპრაგმაზია, ქრონიზაცია და სისტემური რეგულაციის დაკარგვა, გადამეტებული ფარმაკოთერაპიის შედეგები და ფიზიოლოგიურ ლოგიკაზე დაფუძნებული მიდგომის აღდგენა“.
👥 ღონისძიება გაიმართა სექციური დისკუსიების სახით.
👩‍⚕️ მომხსენებლები გახლდათ: MD ელისაბედ (ლიზი ) კუჭავა, რომელმაც ისაუბრა ბიორეგულაციური თერაპიის როლზე საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევების დროს.
👥ამავე სექციაში თემაზე „საჭმლის მომნელებელი სისტემა, მიკრობიოტა და ღვიძლი - სისტემური ბიორეგულაციური პრაქტიკა თერაპიაში“ თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს: MD, PHD ციცინო ფარულავამ, MD. მარინა სვანაძემ, MD მაკა ღუჭაშვილმა.
👩‍⚕️ ნევროლოგიურ სექციაში მომხსენებელმა MD, PHD ნინო გოგატიშვილმა განიხილა „ფუნქციური ნევროლოგიური სინდრომები, ნეიროანთება, რეგულაცია და აღდგენა“.
👥 ამავე სექციაში საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს: MD ანა ჩიქობავამ, MD თეა მაისურაძემ, MD, PHD ნინო ცქიმანაურმა.
👩‍⚕️ MD მანანა ჩახნაშვილმა ისაუბრა თემაზე „საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და ქრონიკული ტკივილი, ანთება, დეგენერაცია და რეგენერაცია ბლოკირების ნაცვლად“, რაზეც საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს MD, PHD პავლე კასრაძემ, MD, MPH მიხეილ ჯანჯღავამ, MD ნინო ფოჩხუამ.
👨‍⚕️ ალექსანდრე ჩიქოვანმა წარადგინა მოხსენება, რომელიც შეეხებოდა თემას: „სისტემური ბიორეგულაცია და მიკრობიოტის მართვა: ინტეგრაციური თერაპიის თანამედროვე მოდელი“.
👥 სექციების ბოლოს ექიმებმა ერთმანეთში გაცვალეს მოსაზრებები და გამართეს დისკუსია მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
🗒️ ღონისძიების ბოლოს დამსწრე ექიმებს გადაეცათ სერთიფიკატები.

#ჰეელ #სიმპოზიუმი #ბიორეგულაციურითერაპია #ანთებიდანაღდგენამდე #სამეცნიერო #საერთაშორისოსიმპოზიუმი

Want your practice to be the top-listed Clinic in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Website

Address


სათაო ოფისი: ა. პოლიტკოვსკაიას #38
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00