Elnote

Elnote

Share

22/04/2013

სუფთა საქართველო გავერთიანდეთ სუფთა საქართველოსთვის! ნუ დავტოვებთ ჩვენს უკან ნაგავს!

“როცა შევიცნობ თქვენ სულს,მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს”_მოდილიან 03/04/2013

მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ მოდილიანი იტალიაში, ქალაქ ლივინოში 1884 წელს დაიბადა.მოდილიანი ბევრს ხატავდა, მუშაობდა ქანდაკებებზე, მაგრამ მისი შემოქმედება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. მხატვარი განიცდიდა... ბევრს სვამდა, ეწეოდა. აუცილებლობად ექცა ჰაშიში... მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი. ამადეო მოდილიანი, 1920 წელს, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, 36 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ჟანა ებიუტერნი, ქალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოდილიანის მიუძღვნა, მის ცოლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მაინც არაოფიციალური ცოლის სტატუსით შემორჩა ისტორიას. ჟანამ და მოდიმ ერთმანეთი 1917 წელს გაიცნეს და მალე ერთად დასახლდნენ. ქალებისმოყვარულ, ლოთ, ჰაშიშით გაბრუებულ, მით უმეტეს ებრაელ სასიძოს, ჟანას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ჟანა მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან გადავიდა საცხოვრებლად. ჟანა ცდილობდა მოდილიანის ცხოვრების სტილის შეცვლას, მაგრამ მხატვარმა ვერც ამ დიდი სიყვარულის გამო თქვა უარი ბოჰემურ ცხოვრებაზე. ტუბერკულოზის გამო მოდილიანის ჯანმრთელობა სულ უფრო სუსტდებოდა. წყვილი მოდის სამკურნალოდ, ნიცაში გაემგზავრა, სადაც გოგონა ჟანა ებიუტერნი შეეძინათ. 1920 წლის 24 იანვრის საღამოს, ერთ-ერთი მეზობელი მათთან მივიდა. შიგნით შესულმა, საწოლში მძიმედ დაავადებული მოდილიანი ნახა, რომელსაც სასოწარკვეთილი ჟანა მთელი სხეულით ეკვროდა. მოდი ღატაკთა თავშესაფრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა. მეორე დილით 20 წლის ჟანა მეხუთე სართულიდან გადმოხტა... ამ დროს ის მეორე ბავშვზე, ცხრა თვის ორსული იყო. ამადეო მოდილიანი თავისი განსაკუთრებული სტილით გამოირჩეოდა.. მისი ნახატების ამოცნობა ყოველთვის მარტივია რადგან დამახასიათებელია არაპროპორციულობა ადამიანის სხეულისთვის და დახვეწილი,თბილი ფერების პალიტრა. როგორც ყოველთვის ის სიკვდილის შემდეგ უფრო დააფასეს.. დღეს კი აღიარებული და პოპულარული მხატვარია.

საუკეთესო მოტოციკლები 2012 წლის მოტო შოუდან 19/03/2013
Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Telephone

Address


დოლიძის #7
Tbilisi