Partnership for Personal Assistance Service Development PPASD
პარტნიორობა ხელს უწყობს პერსონალური
Click here to claim your Sponsored Listing.
პარტნიორობა პერსონალური ასისტენტის სერვისის განვითარებისთვის
პარტნიორობა პერსონალური ასისტენტის სერვისის განვითარებისთვის (პარტნიორობა) არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, პერსონალური ასისტენტის სერვისის განვითარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული, საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პერსონალური ასისტენტის სერვისის ეროვნული სისტემის განვითარება საქართველოში.
პარტნიორობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, პირების და მათი ოჯახების უფლებების ადვოკატირება; სერვისის განვითარების საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი სერვისების შექმნა და არსებულის გაუმჯობესების ხელშეწყობა; საზოგადოების ინფორმირების ამაღლება პერსონალური ასისტენტის სერვისის მნიშვნელობის შესახებ; საგანმანათლებლო, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში რეფერირების ხელშეწყობა; პერსონალურ ასისტენტთა პროფესიული სტანდარტების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და დანერგვა; პერსონალური ასისტენტის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ქვეყნის ცენტრიდან მოშორებულ და მაღალმთიან რაიონებში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალური სერვისების სფეროში კვლევების წარმოება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პერსონალური ასისტენტის სერვისის ეროვნული სისტემის შექმნის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და ყველა სხვა საქმიანობა, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.
Category
Contact the organization
Telephone
Website
Address
Tbilisi
SDFSD