Start - Business Solutions

Start - Business Solutions

Share

გაზარდე და განავითარე შენი ბიზნესი ჩვენთან ერთად ყველაფერი ბიზნესის დასაწყებად

19/12/2025

დღეს გვინდა მოგიყვეთ კიდევ ერთ წარმატებით დასრულებულ პროექტზე და გაგაცნოთ ქალი მეწარმის მიერ შექმნილი ქართული ბრენდი Ketevanes • ქეთევანეს.

Ketevanes არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გამორჩეული დიზაინის ჩანთებს, ტანისამოსსა და აქსესუარებს ყოველდღიური გამოყენებისთვის.

შეფასების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ბრენდს სჭირდებოდა პოზიციონირების გაძლიერება ბაზარზე და კომუნიკაციის გაუმჯობესება ციფრულ არხებზე.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ბრენდის იდენტობის გამყარებას, ცნობადობის ზრდასა და სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.

დღეს Ketevannes წარმატებით ახორციელებს დაგეგმილ აქტივობებს, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს საკუთარი იდენტობა და გაზარდოს ცნობადობა სამიზნე აუდიტორიაში.

#გააძლიერექართულიბიზნესი

05/12/2025

სტარტი ქალი მეწარმეების და მათი ბიზნეს წამოწყებების აქტიური მხარდამჭერია!

დღეს მოგიყვებით კომპლექსური და საინტერესო პროექტის Kviko shop -ის შესახებ, რომელიც პირველი ქართული პრომოუტინგ კომპანიაა, სპეციალიზირებული მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო პროდუქციის მიმართულებით. Kviko shop ავსებს სიცარიელეს ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული სერვისის შეთავაზების გზით.

ბიზნესის დიაგნოსტიკის შემდგომ, გამოიკვეთა, რომ არსებული ბიზნეს მოდელით შემცირებული იყო გაყიდვები და ბიზნესი საჭიროებდა ახალი სტრატეგიისა და მოდელის შემუშავებას, რომელიც გამართლებული იქნებოდა ფინანსურად და უზრუნველყოფდა ბიზნესის მდგრადობას.

სტარტის გუნდი დაეხმარა ბიზნესს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, შემუშავდა სტრატეგიული განვითარების გეგმა, განახლებული ბიზნეს მოდელი და გაიწერა დეტალური სამოქმედო გეგმა ახალ ბიზნეს მოდელზე გადასასვლელად.

ბიზნესმა 6 თვის თავზე შეძლო მოდელის წარმატებით განხორციელება, აქტივობის გაორმაგება და 10-მდე კომპანიასთან თანამშრომლობით მომხმარებლების ბაზის ორჯერ გაზრდა. Kviko აგრძელებს სამოქმედო გეგმით გათვალისიწნებული აქტივობების შესრულებას და ბიზნეს მოდელის წარმატების შენარჩუნებას.

#გააძლიერექართულიბიზნესი

25/11/2025

სტარტი დაარსების დღიდან ჩართულია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში და მუდმივად ცდილობს არაერთი ინიციატივის მხარდაჭერას.

ამ წლების განმავლობაში, ჩვენს გუნდს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ასობით ქალ მეწარმესთან გვქონია თანამშრომლობა, ბევრი მათგანისთვის გაგვიწევია მენტორშიფი და დავხმარებივართ ტექნიკური უნარების ამაღლებასა და ფინანსების მოძიებაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ქალებს ექნებათ თვითრეალიზაციის უკეთესი პირობები, მივაღწევთ გენდერულ თანასწორობას და შემცირდება ქალთა მიმართ სისტემური ძალადობის პრაქტიკა.

20/11/2025

🗯️სტარტი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად გაგაცნობთ ქალი მეწარმის ბრენდს G E O N E .

👜Geone 2018 წლიდან ქმნის უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავის ჩანთებს, რომელიც მზადდება ლიმიტირებული რაოდენობით და გამოირჩევა უნიკალური დიზაინით.

ბიზნესს სჭირდებოდა მხარდაჭერა გაყიდვების მიმართულებით. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, კომპანიისთვის შემუშავდა გაყიდვების სტრატეგია და დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეხმარება ბრენდს გაყიდვების გაზრდაში.

Geone-მ უკვე დაიწყო სამოქმედი გეგმით განსაზღვრული ნაბიჯების იმპლემენტაცია და საინტერესო სიახლეებიც აქვს.

გვჯერა, რომ დაგეგმილი აქტივობების განხორციელებით, Geone უახლოეს პერიოდში გახდება ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ბრენდი პრემიუმ ტყავის აქსესუარების ინდუსტრიაში.

#გააძლიერექართულიბიზნესი

დარეგისტრირდით 24/10/2025

📣30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკი ბიზნესი • Bank of Georgia Business -თან თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართება ვორქშოპი თემაზე „როგორ უნდა მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს – კრიზისიდან სტრატეგიამდე“.

🟢თუ ხართ ბიზნესის მფლობელი, დირექტორი ან C-level მენეჯერი და გსურთ გაიგოთ თუ როგორ გადააქციოთ კრიზისი ზრდის შესაძლებლობად და როგორ მართოთ ცვლილებები სტრატეგიულად, მაშინ ეს ვორქშოპი თქვენთვისაა.

🔗 დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bitly.cx/Ono04

დარეგისტრირდით

23/10/2025

🚀თუ გსურთ გაიგოთ დაფინანსების რა შესაძლებლობები არსებობს ბიზნესის განვითარებისთვის, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე და გაგიზიარებთ ინფორმაციას.

📎სარეგისტრაციო ლინკი:
https://forms.gle/wndxUtvPe1dh81wv9

📌არსებული შესაძლებლობების გამოყენებას შეძლებთ გაყიდვების გაზრდისთვის, მარკეტინგისთვის ან ბიზნესის განვითარებისთვის.

💡დაიწყე შენი ბიზნესის განვითარება ჩვენთან ერთად.

21/10/2025

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ამჯერად, თბილისში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხმარება ქალ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

🤝ბიზნესის განვითარება იწყება მხარდაჭერით.

Want your business to be the top-listed Business in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


University Steet 24
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00