FDC
სტომატოლოგიის კლინიკა "Family Dental Clinic"
16/03/2022
🍎 პირის ღრუს ჰიგიენის დაცვასთან ერთად, კბილების სიჯანსაღეზე საკვებიც უდიდეს გავლენას ახდენს. სწორად შერჩეული კვების რაციონი თქვენს კბილებსაც კვებას და აჯანსაღებს. ამიტომ, გვსურს სწორედ ასეთი რამდენიმე მინერალი ჩამოგითვალოთ:
• კალციუმი - რძის პროდუქტები, თხილეული და თევზი.
• რკინა - პარკოსნები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მარცვლეული, ჩირეული და საქონლის ღვიძლი.
• მაგნიუმი - სხვადასხვა მარცვლეული, ავოკადო, თესლები, პარკოსნები და ტკბილი კარტოფილი.
• იოდი - ზღვის პროდუქტები, ხილი და განსაკუთრებით კენკრა.
• ფოსფორი - ხორცი, თხილეული, პარკოსნები და რძის პროდუქტები. ასევე ის დიდი რაოდენობითაა მზესუმზირაში, ბრინჯსა და კარტოფილში.
09/03/2022
👩🏻⚕️ ადამიანთა უმრავლესობა სტომატოლოგს პრობლემის გაჩენის შემდეგ სტუმრობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ ბავშვს ჯანსაღი ჩვევები ჩამოუყალიბდეს ის 5 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც მივიყვანოთ სტომატოლოგთან. ჩვენს კლინიკაში კი ყველა პირობაა იმისთვის, რომ ეს პროცესი ბავშვისთვის ძალიან მოსაწონი და თამაშთან მიახლოებული იყოს.
🪥 შიშის გადალახვისა და მიჩვევის გარდა, ამ ვიზიტით თქვენ ბავშვის პირის ღრუს შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებთ. პროფილაქტიკური შემოწმება კი ადრეული კარიესის გართულებების და პათოლოგიური თანკბილვის ჩამოყალიბებისგან დაგიცავთ.
📞 დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2 67 08 70; 599 53 36 88.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the practice
Telephone
Website
Address
გლდანი დ. ჯაბიძის ქ. 8
Tbilisi
0167