Cubicon
Full package of Structural Engineering Consultancy Service Full package of structural and engineering design, As well as expert assessments of any difficulty.
26/05/2026
გილოცავთ 26 მაისს! 🇬🇪✨❤️
28/04/2026
სოფიო კუბიკონს 2023 წლის თებერვალში შემოუერთდა.
კომპანიაში მისი პროფესიული ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს, რაც მის მრავალმხრივ გამოცდილებაზე მეტყველებს.
თავდაპირველად სოფიო ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობდა, სადაც სამშენებლო დოკუმენტაციის დეტალურ შემოწმებასა და სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფდა. ამ პრაქტიკამ საინჟინრო პროცესის ყველა ნიუანსის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მისცა.
დღეს სოფიო შემსრულებელთა ჯგუფის წევრია და პროფესიულ პორტფოლიოში უკვე 30-ზე მეტი საინჟინრო პროექტი აქვს. ხარისხის კონტროლში დაგროვილი ცოდნა ეხმარება,
რომ თითოეული ახალი დავალება მაქსიმალური სიზუსტით, ხარვეზების გარეშე შეასრულოს.
მოხარულები ვართ, რომ სოფიო ჩვენი გუნდის ნაწილია. 🤝🏗️
24/04/2026
ბეტონის განშრევება (სეგრეგაცია)
ბეტონის შემადგენელი კომპონენტების — ღორღის, ქვიშისა და წყლის — განცალკევებას სეგრეგაცია ეწოდება. ეს პროცესი არღვევს მონოლითის ერთგვაროვნებას და მკვეთრად აქვეითებს კონსტრუქციის სიმტკიცეს.
ხშირად მიზეზი არის ჭარბი ვიბრირება: ვიბრაციული ზემოქმედების გადაჭარბება, რის გამოც მძიმე ფრაქცია (ღორღი) ილექება ძირში, ხოლო ზედაპირზე ამოდის წყალი და ცემენტის “რძე” (Bleeding).
საინჟინრო შედეგი:
დაშრევებული ბეტონი არღვევს დამცავ შრეს, რაც არმატურას კოროზიის მიმართ მოწყვლადს ხდის და საფრთხეს უქმნის ნაგებობის ექსპლუატაციის ვადას.
12/04/2026
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Balanachini Plaza, 142 Beliashvili Street
Tbilisi
0159