ProActive Group Georgia

ProActive Group Georgia

Share

პროაქტიურობის გამავრცელებელი პირველი ორგანიზაცია საქართველოში! The first leading independent organization to spread proactivity in Georgia!

20/01/2026

პროაქტივი 1️⃣0️⃣ წლისაა! We are 10 years old! ⭐️🎂🥳

2016 წლის 20 იანვარს პროაქტივი შეიქმნა ერთი მარტივი, მაგრამ ამბიციური მიზნით, რომ 🎯 ახალგაზრდებს დახმარებოდა პრაქტიკული, სასარგებლო ცოდნის და უნარების განვითარებაში, რომელიც ნაკლებად ხელმისაწვდომი ან დეფიციტური იყო ფორმალური განათლების სფეროში საქართველოში.
🧭ამასთანავე ვყოფილიყავით ერთგვარი გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის, რომელიც გაგიადვილებდათ საკუთარი ინტერესების, ნიჭის უკეთ გათვითცნობიერებაში და პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციას, რათა ვყოფილიყავით მეტად პროაქტიური მოქალაქეები - საკუთარი ცხოვრების კაპიტნები, მესაჭეები და არა უბრალოდ მგზავრები. თვითონ გავმხდარიყავით პროაქტიური ცვილელების ინიციატორები საზოგადოებაში, ადგილობრივ, ეროვნულ, საერთაშორისო დონეზე. 🇬🇪🇪🇺🇺🇲✌️

1️⃣0️⃣ წლის განმავლობაში პროაქტივმა ათასობით ადამიანს (ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ მუშაკებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ლექტორებს და ა.შ) გაუხსნა გზა ევროპული განათლებისკენ და დაეხმარა პირველი ნაბიჯების გადადგმაში თუ კარიერული და პროფესიული წარმატებისკენ, ERASMUS+ თუ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში (ძირითადად სრულად დაფინანსებული პროგრამით). ევროპული განათლების პოპულარიზაცია და შესაძლებლობების შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველაზე ეროვნული საქმეა ევროინტეგრაციის და დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს ფორმირების გზაზე. 🇬🇪🇪🇺✈️✈️

🤝 განსაკუთრებული მადლობა პროაქტივის მრავალფეროვანი პროგრამების თითოეულ მონაწილეს, პარტნიორებს, დონორებს, მეგობრებს მხარდაჭერისთვის, რომელთა გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. 🫶

ჩვენ კი გავაგრძელებთ თავისუფალი, დემოკრატიული და პროგრესულად მოაზროვნე პროაქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანას! მადლიერები ვართ გულითადი მილოცვებისთვის! 🫶 🥳

15/10/2025

This is a bilingual post: პროაქტივის მხარდაჭერით განხორციელებული ერასმუს+ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გვიზიარებს გამოცდილებიას: „რუმინეთში, Erasmus-ის ფარგლებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საოცარი გამოცდილება მივიღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. გავიცანი უამრავი ახალი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და კულტურიდან და მალევე დავმეგობრდით. დრო დავუთმეთ ევროპული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ისტორიების, გამოცდილების გაზიარებას და ერთმანეთის წარსულიდან სწავლას. პროგრამამ დამეხმარა უფრო თავდაჯერებული, ღია და დამოუკიდებელი გავმხდარიყავი. ეს უბრალოდ მოგზაურობაზე მეტი იყო - ეს იყო შესაძლებლობა, დავკავშირებოდი, მესწავლა და შემექმნა მოგონებები, რომლებიც დიდხანს გამყვება.“ - ნინა ვაშაყმაძე
"During my Erasmus+ youth exchange in Romania, I had an amazing experience that I’ll never forget. I met so many new people from different countries and cultures, and we quickly became close friends. We spent time to share about european opportunities, share experiences, exploring the beautiful nature around Bicacel, sharing stories, and learning from each other’s backgrounds. The program helped me grow more confident, open-minded, and independent. It was more than just a trip - it was a chance to connect, learn, and create memories that will stay with me for a long time." - Nina Vashakmadze

08/07/2025

🇬🇪🇪🇺 ევროპის დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის განცხადება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მიმართვა მოქმედებისკენ საერთაშორისო პარტნიორებისადმი! 🇪🇺🇺🇲🇬🇧️ ⤵️ ყველას უნდა გავაგებინოთ ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის შესახებ რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ! ✊️✌️ EDYN აერთიანებს 23 ქვეყნის 800-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერს, პოლიტიკოს, აქტივისტს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან! 🌐

Georgia is in crisis.
Over 67 political prisoners. Peaceful protesters beaten, jailed, fined. Democracy collapsing under authoritarian rule.

The people of Georgia have been resisting for over 215 days.
EDYN stands with them. We call on the international community to act — now.

🛑 Demand the release of all political prisoners
🛑 Impose sanctions on repressive officials
🛑 Support Georgia’s youth, civil society & free elections

📢 Read the full statement here: https://edyn.eu/edyn-statement-georgia/

Want your organization to be the top-listed Non Profit Organization in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


Tsemi Street 3, Near Tsereteli Metro Station
Tbilisi
0154