Animo

Animo

Share

მწერლის გვერდი Animo

სიცოცხლის აზრი და მიზანი - ANIMO 17/01/2025

ადრე ვფიქრობდი, რომ ყველა თავისით აძლევს ცხოვრებას შინაარს და ამით ივსება ის სიცარიელე რაც დაბადებიდან მოგვყვება, მაგრამ შევცდი! შემიძლია ჩემს მაგალითზე მოვყვე:

განაგრძე კითხვა აქ 👇

სიცოცხლის აზრი და მიზანი - ANIMO ადრე ვფიქრობდი, რომ ყველა თავისით აძლევს ცხოვრებას შინაარს და ამით ივსება ის სიცარიელე რაც დაბადებიდან მოგვყვე.....

06/01/2025

რეკომენდაცია მკითხველისთვის

**”ორნატი”** არის სულიერი და ინტელექტუალური მოგზაურობა, რომელიც ცხოვრების, სიყვარულის, ტკივილისა და ტრანსცენდენტალური ძიების სიღრმეებში გეპატიჟება. ეს წიგნი არ არის მხოლოდ ლიტერატურული ნამუშევარი – ეს არის გამოწვევა, რომელიც გიბიძგებს, რომ შეხედო სამყაროს განსხვავებული კუთხით და უფრო ღრმად ჩაწვდე საკუთარ თავს.

იმისთვის, რომ “ორნატი” სრულად შეიგრძნო,თვალსაწიერში უნდა გააერთიანო ემოციური გახსნილობა და ფილოსოფიური განწყობა.ეს არ არის რუტინული ტექსტი; თითოეული სიტყვა და სიმბოლო მყარად მოითხოვს შენგან დაკვირვებას, ფიქრს და ინტროსპექციას.

# # # **ვისთვის არის “ორნატი?”**

1.**მათთვის, ვისაც უყვარს ფილოსოფიური და სულიერი თემატიკა:**
თუ შენში არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე გსუს პასუხების მღება – იქნება ეს კითხვბი ადამიანის ბუნებაზე, სიყვარულზე, მარტოობაზე თუ დროის წარმავალობაზე – ეს წიგნი შესანიშნავი მეგზური გახდება.

2. **მათთვის, ვისაც უყვარს პოეტური და ხატოვანი ენა, ქართული პოეზიის კლასიკური და ნეოკლასიკური მეტყველების ტემბრი:**
ტექსტი მდიდარია მეტაფორებითა და სიმბოლოებით. ის გიბიძგებს სამყაროს სხვადასხვა ასპექტების შესწავლისკენ – ხატოვნად და ნატიფად.

3. **მათთვის, ვინც ფსიქოლოგიურ თუ სულიერ ძიებაშია:**
ავტორის ნამუშევრები უამრავ შრეზეა აგებული და მოთმინებას ითხოვს. თუ მზად ხარ მარტოობა, ტკივილი და შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავში იკვლიო, ეს წიგნი გზამკვლევი იქნება.



# # # **როგორ ჩაერთოს მკითხველი “ორნატში?”**

1. **ნუ ეძებ მარტივ სიუჟეტებს ან სწრაფ პასუხებს:**
ეს წიგნი ნელა უნდა წაიკითხო – თითოეულ სტროფსა და მეტაფორას მიეცი დრო, რომ სულში გაჯდეს. თავიდან ტექსტი შეიძლება ზედმეტად კომპლექსური მოგეჩვენოს, თუმცა სწორედ ეს არის მისი ბუნება, რომლითაც კითხველს იჭერს, ბოჭავს და ითრევს.

2. **აღიჭურვე ინტერპრეტაციის სურვილით:**
ნამუშევრები შეიძლება მრავალმნიშვნელოვანი იყოს, ამიტომ ნუ ეცდები, რომ გრძნობებს ან იდეებს მხოლოდ ერთი მაგიური თეორიით მიუახლოვდე. ეს წიგნი შენგან მოითხოვს ინტერპრეტაციის თავისუფლებას.

3. **ემზადე ემოციის ზეიმისთვის:**
ტექსტები სავსეა სევდით, ტკივილით და შინაგანი ბრძოლით. მიუხედავად ამისა, თითოეულ სტროფში დაინახავ პიროვნულ ზრდას და ამაღლებას, რაც მოგცემს ძალას მომავალზე ფიქრისთვის.



# # # **ვისთვის არაა “ორნატი”?**

ეს წიგნი შეიძლება ზედმეტად მუქი ან ინტენსიური იყოს მკითხველისთვის, ვინც სიმსუბუქეს და დროებით გასართობს ეძებს. ასევე, თუ მარტივი და ცალსახა სტრუქტურა გიყვართ, შეიძლება ტექსტების სიმბოლური ბუნება და ღრმა ფილოსოფიური თემატიკები დამაბნეველი ან დამამძიმებელი აღმოჩნდეს.



# # # **მთავარი მესიჯი მკითხველისთვის:**

თუ მზად ხარ გადალახო შენი შინაგანი “დაბრკოლებები,” მზად ხარ სულიერ სიმაღლეებზე ასასვლელად, თუ ფიქრობ, რომ ლიტერატურა არ არის მარტო კითხვისთის, არამედ **აღმოჩენების** წყაროცაა, მაშინ “ორნატი” სწორედ ის წიგნია რომელსაც ელოდი.

ეს წიგნი არ გთავაზობს მარტივ და ცალსახა სიმართლეს, არამედ გიბიძგებს კითხვების დასმისკენ, რომ საკუთარი სულის სიღრმისეული კვლევა დაიწყო. შეხედე **”ორნატს”**, როგორც სულის სარკეში ჩახედვას და მისი ყოველი სტრიქონი გახადე შენი შთაგონების ახალი წყარო.

**შენი გამოცდილება “ორნატთან” შეიძლება გახდეს უპრეცედენტო მგზავრობა – ცხოვრების სიბრძნისა და ემოციური გაგებისკენ!** 📖✨

anima exodus – სულის გასახლება - ANIMO 27/11/2024

anima exodus – სულის გასახლება
„მძულს, მძულს“ – გაიფიქრებდა მარიამი როდესაც გიორგი გვერდით
ჩაუვლიდა. ვეღარ იტანდა, ვეღარ უძლებდა. ან პირს როგორ აწკლაპუნებდა ან,
როგორ სუნთქავდა.“ აუტანელი და საზიზღარი მოღალატე. და მე ეს უნდა
ავიტანო? მე ხომ ასეთი ლამაზი ვარ, ჩემი ღალატი როგორ გაბედა?“ – იჯდა
სავარძელში და ამრეზი მზერით გასცქეროდა თავის ქმარს. „მე მას დავსჯი, ისე
დავსჯი რომ ცრემლები ღვაროს, ისე რომ კანკალებდეს, აგერ ნახავ თუ არა!“
გიორგი და მარიამი უკვე ათ წელზე მეტია დაოჯახდნენ. მათი ისტორია
რაღაცა კუთხით, შაბლონურია იმ საზოგადოებისთვის რომელიც მორალსა და
ღირსებაზე აკეთებს აქცენტს. კრძალავს ყოველივე ადამიანურსა და ცხოველურს,
მიჰყვება ანაქრონისტულ ტრადიციებს და ამავდროულად ჩადის სიასტიკეს,
სისაძაგლესა და ყოველგვარ გარყვნილებას. ამ ორმაგი სტანდარტების
საზოგადოებაში, სადაც პირფერობა კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელია,
შეუძლებელია ინტიმური ურთიერთობა გქონდეს საპირისპირო სქესთან
ვალდებულებების გარეშე. სწორედ ასე დაიწყო ამ ორი ადამიანის დაწყვილების
ისტორია.

განაგრძე კითხვა აქ 👇

anima exodus – სულის გასახლება - ANIMO „მძულს, მძულს“ - გაიფიქრებდა მარიამი როდესაც გიორგი გვერდითჩაუვლიდა. ვეღარ იტანდა, ვეღარ უძლებდა. ან პირს როგორ ა....

რიგითი კალიას გადასარჩენად! - ANIMO 09/11/2024

რიგითი კალიას გადასარჩენად!

დილით რაღაც გაგუდული ხმა მაღვიძებს. ერთხელ, მეორედ! გახელაც არ მინდა, ჯერ ფანჯარაზე არეკლილი მზე დახუჭულ თვალებში არ მანათებს, ესეიგი ადრეა. მაგრამ გაგუდული ხმა მიახლოვდება და სხვა გზა არ არის. მბჟუტავი სინათლე მიქიცინებს ნეორონებში და ცოცხით მომარჯვებულ დედას შოკირებული შევყურებ. მეთქი არა, ჩემზე? როგორ კაცო! დედა? გამიელვა ფიქრებმა, როცა მოძრაობა შევამჩნიე. საბანს ჩახუტებული კალია ამაყად დამყურებდა, მისი სფინქსივით გაშეშებული სხეული უძრავად დამდგარიყო მორიგ ნახტომში მომზადებული. მივხვდი რა, რომ კალიას სასიკვდილო საფრთხე გადაუდებელ ზომებს მოითხოვდა, სასწრაფოდ გადავეფარე და ისიც უმადურად შემასკდა შუბლზე. საწოლი, სკამი, იატაკი, დივანი: ბრაგან ხელში ცოცხი, ბაძგვან მხარში ცოცხი, სადღაც ბრძოლის შუწელს შევთანხმდით, რომ “ლეტალურ” იარაღს აღარ გამოვიყენებდით! ისევ იატაკი, მერე მაგიდა და ბოლოს კომპიუტერთან მოხერხდა აჯანყებულის გაკავება. ოჰ, როგორ ფორთხავდა საწყალი, ვეცადე არ გამეჭყლიტა, წამით “ვისა ბიჯოოოო” სახე მტყორცნა და ჭიდაობა განაგრძო. სასწრაფოდ აივანზე, ნიავმა აიტაცა, ასე ნარნარად გაშალა ყავისფერი ფრთები გადარჩენილმა. ამაყი მზერა გავაყოლე, მშვიდობით ჩემი კალია, “მაგრამ, ბიჭო, რაღაც ძაან მაღლა მიფრინავთქო” გავიფიქრე, როდესაც მერცხალმა უადვოკატოდ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სინათლის სიჩქარით ჩამიქროლა. ახლა, როცა მაგ მერცხალზე ვფიქრობ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მკვლელობის შემდეგ მადლობის ნიშნად თვალიც კი ჩამიპაჭუნა და ამით კიდევ უფრო შემზიზღდა მისი შავრაზმული, ბნელი, მანტია მოსხმული სილუეტი. იცოდეთ… ეგ მერცხალი ჩემი მტერია!!!

რიგითი კალიას გადასარჩენად! - ANIMO დილით რაღაც გაგუდული ხმა მაღვიძებს. ერთხელ, მეორედ! გახელაც არ მინდა, ჯერ ფანჯარაზე არეკლილი მზე დახუჭულ თვალებშ.....

01/09/2024

შეიძინე აქ 👇🏻

📖სიახლე ბიბლუსში - "ორნატი"

📖ANIMO "ორნატი" არის მწერლის პირველი წიგნი. რომანტიულ-დრამატული, ფილოსოფიურ-რელიგიური ნარატივით გაჯერებული კრებული იწერებოდა 9 წლის მანძილზე და იზიარებს მწერლის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზას.

📌შესაძენად ეწვიეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელს ან ვებ-გვერდს და ისარგებლეთ საკურიერო სერვისით.

29/08/2024

ოფიციალურად,📘 წიგნი უკვე გაყიდვაშია და შეგიძლიათ შეიძინოთ ბიბლუსის ქსელში მითითებულ ბმულზე.👇
https://animo.vision/new_book/
ან👇
https://biblusi.ge/products/20036/%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91-%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90

სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული. "მისტერია" - ANIMO 24/08/2024

სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული. “მისტერია”

იმ სამყაროში, რომელზეც მოგითხრობთ, ყველაფერი ნაცნობი და ამავდროულად უცნობია იმათთვის, ვისაც თავი თვისი და ძმანი მისნი არ შეუცვნია, არ შეუსწავლია, არ უფიქრია და მერმე არ უნახია. ეს ამბავი არა არს, იმათთვის, ვინც ჯერ ხედავს და მერე ფიქრობს, რამეთუ მათი მხედველობა განსაზღრულია თვალით და არ გონებით. ეს სიტყვები ეძებენ მკითხველს, რომელისთვისაც ფიქრი პირველი სიყვარულია. ბავშვური, უმანკო და თავგადასავალი. ასეთია საჭირო და არა ვინმე, წარმავალი, გამავალი, ან და გარდამავალი. მთავარია მას ფიქრი ჰყვარებოდეს, რადგან თამაშია ერთგვარი და ვისაც თამაში უყვარს ის ბავშვია, უანგარო, დაუცხრომელი, მოსიყვარულე და რაც მთავარია, მეოცნებე. მიყვარს მე ბავშვი თქვენში და მსურს გიხილოთ სათამაშოთი, რომელსაც ფიქრი ჰქვიან.

განაგრძე კითხვა აქ👇

სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული. "მისტერია" - ANIMO სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული.

Want your establishment to be the top-listed Arts & Entertainment in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Our Story

არ არსებობს ჭეშმარიტება, ყველაფერი ნებადართულია.

Category

Address


Tbilisi
1444