Teamtwo Structural Engineering Department
teamtwo არის არქიტექტორების, კონსტრუქტორების და ინჟინრების ჯგუფი.
24/07/2020
🏗 გსმენია სიდნეის ოპერის თეატრის კონსტრუქტორის შესახებ? 👇
✏📏 წარმოშობით დანიელი ოვე არუპი 1913-1918 წლებში სწავლობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, თუმცა შემდეგ ლე კორბუზიეს და ვალტერ გროპიუსის ნამუშევრების გავლენით სწავლა გააგრძელა დანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში (1918-1922), რკინაბეტონის კონსტრუქციების მიმართულებით. თავდაპირველად ო. არუპი მოღვაწეობდა დანიაში, 1934 წელს გადავიდა ლონდონში სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის მთავარ ინჟინრად მუშაობდა. II მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ე.წ. "მალბერის პორტის" კონსტრუქციების შემუშავებასა და დახვეწაში, აღნიშნული მობილური პორტები გამოყენებულ იქნა მოკავშირეთა მიერ ნორმანდიის ოპერაციის დროს. ომის შემდეგ არუპმა დაარსა კომპანია "Arup & Partners" რომელიც დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო კომპანიაა. აღსანიშნავი ნამუშევრებია სიდნეის ოპერის თეატრი (1957-1973), ქინგსგეითის ხიდი (1963) და სხვა.
👉 სიდნეის ოპერის სახლი (Sydney Opera House) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ნაგებობაა. სახურავის განსაკუთრებულობა აძლევს საშუალებას იყოს ყველასგან გამორჩეული და არ ჰგავდეს სხვა შენობებს. იგი ავსტრალიის ერთ-ერთი დიდი ქალაქის, სიდნეის მთავარი სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში.
Sydney Opera House 2.2 ჰექტარ ფართობს იკავებს. იგი 1973 წლის 20 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ.
მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ Sydney Opera House-ის მშენებლობა დაახლოებით 4 წელს გაგრძელდებოდა და მისი ღირებულება იქნებოდა 7 მილიონი დოლარი, თუმცა მშენებლობა 14 წელი მიმდინარეობდა და დაჯდა ასევე გაუთვალისწინებლად დიდი თანხა, 102 მილიონი დოლარი.
22/07/2020
For English 👇
▪ პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
✏📏მთავარი არქიტექტორი - დავით ლეჟავა
▪ სამშენებლო ფართობი - 580 მ2
📍 ქ. თბილისი, წყნეთი, იმედაძეს ქუჩა, ნაკვეთი #4
ნახე რუკაზე https://bit.ly/lejavatskneti
---
▪ Project - Individual residential house
✏📏The Primary Architect - Davit Lezhava
▪ Construction area - 580 m2
📍Address - st. Tbilisi, Tskneti, Imedadze str. #4
Find on map https://bit.ly/lejavatskneti
Structural Design of the building by SN4
14/07/2020
🏗 გსმენია კონსტრუქტორი დავით ქაჯაიას და მისი პროექტების შესახებ? 👇
✏📏 1940-1954წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში; 1966 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის სამშენებლო-საინჟინრო კათედრის გამგე; მის მიერ დაპროექტებული ობიექტებიდან აღსანიშნავია: სასტუმრო "ივერია" (1967); სასტუმრო "აჭარა" (1980), თბილისის სპორტის სასახლე, ქ. კრასნოიარსკის ცირკის გუმბათი, ბათუმის დელფინარიუმი და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია სასტუმრო "ივერიის" პროექტირებისათვის (1967), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია სასტუმრო "აჭარის" პროექტირებისათვის (1980);
სპორტის სასახლე გაიხსნა 1961 წელს. კვადრატული ფორმის გუმბათოვან-თაღოვანი შენობის პერიმეტრია 352 მ (88X4), შიდა – 304 მ (76X4). მთავარი არენა – 44X27,4 მ. ტრიბუნები იტევს 9305 მაყურებელს.
👉 შენობის ერთი მესამედი (პირველი იარუსი) მიწაშია ჩაღრმავებული. სასახლის ახალი, რეკონსტრუქციის შემდგომი უნიკალური გადახურვა შესრულებულია (მალი – 76 მ) ანაკრები გარსით, სფეროს ფორმის მონოლითური, რვაწახნაგიან კონტურში ჩადგმული რკინა-ბეტონის კონსტრუქციით (შეტანილია ინდივიდუალურ კონსტრუქციათა საერთაშორისო კატალოგში).
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
Z. Phaliashvili 37
Tbilisi
0179