SPACEHALL KUSTBA
SPACEHALL KUSTBA სეზონურია და საერთაშორისო მას?
27/06/2019
რუსეთი ოკუპანტია!
Russia is an occupant! Solomun (Official) Thank you for outstanding performance!
Just WOW! What a fantastic night and morning! Thank you Tbilisi! Tonight bucharest #solomun
მეგობრებო,
შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ყაზბეგში განვითარებულ მოვლენებს. ის, რაც Mountain Set: Kazbegiს შეემთხვა, ილუსტრაციია მძიმე სოციალური სურათისა და პოლიტიკური დღის წესრიგის, რომელიც განაპირობებს ყოველდღიურობას საქართველოში.
სამწუხაროა, რომ იმ ფონზე, როცა ზაფხულში, საფესტივალო სეზონზე, მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის ტურისტული პოტენციალისთვის და შესაბამისად, ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ფესტივალის ორგანიზატორები, პირისპირ, მარტოდ-მარტო დარჩნენ, უხეშ ძალასთან და თითქმის გადაუწყვეტელ პრობლემასთან. გვჯერა, რომ ასეთ დროს, სცენა უნდა იყოს ერთიანი და სოლიდარული. ჩვენ გვესმის და ვაანალიზებთ თუ რამდენად რთულია ლოკაციის გარეშე დარჩენა, ფესტივალამდე 3 დღით ადრე.
ამიტომ, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ფესტივალის ორგანიზატორებს და მზადყოფნას გამოვთქვამთ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ და შევთავაზოთ ჩვენი სივრცე, ჩვენი საცეკვაო მოედანი, ფესტივალის გასამართად.
21/06/2019
მეგობრებო, გვინდა დღევანდელი ფართის განრიგის შესახებ შეგატყობინოთ.
მოცემულ რუკაზე ხედავთ, დღეს ღამით, კუს ტბაზე გადაადგილების ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ, 00:00 საათიდან, 05:00 საათამდე, კუს ტბის ასასვლელიდან მოძრაობა შეიზღუდება და ამოსვლა მხოლოდ ტაქსის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ასეთი გადაწყვეტილების მიღება თქვენივე კომფორტისთვის და გზაზე მოსალოდნელი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად გვიწევს. გვინდა გთხოვოთ, გაგებით მოეკიდოთ გადაადგილების წესებს.
ტაქსებით შეგიძლიათ, ამოსასვლელშივე ისარგებლოთ. ტაქსები ვერ გაჩერდებიან პარკინგზე და მგზავრის დატოვების შემდეგ, მოუწევთ უკან დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ ფართის ექნება ორი შემოსასვლელი: ერთი - საერთო და მეორე, მათთვის ვინც ვიპ ბილეთები შეიძინა. ვიპ ბილეთებზე გაუმჯობესება ახლაც შეგიძლიათ tkt.ge-ს მეშვეობით (www.tkt.ge/solomun) მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ ლაინაფის განრიგსაც.
მადლობა ყურადღებისთვის,
გელით კუს ტბაზე.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
Kus Tba
Tbilisi
0162