Meridian Advisory

Meridian Advisory

Share

სტრატეგიული კომუნიკაციები და რეპუტაციული რისკების მართვა

07/03/2026

რას ასწავლის კომპანიებს „ბორჯომის“ კრიზისი სანქციების ეპოქაში? ⬇️

2022 წელს „ბორჯომის“ შემთხვევამ დაგვანახა, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი რისკები ბიზნესისთვის ბიზნესში არ იწყება.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან Alfa Group-ი ფლობდა, რომლის დამფუძნებელიც, სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. კომპანია იძულებული გახდა რამდენიმე თვით წარმოება შეეჩერებინა. საბოლოოდ, რუსმა სანქცირებულმა ბიზნესმენმა კომპანიის აქციათა 7.73%-იანი წილი საქართველოს მთავრობას გადასცა.

🛡️რა იქნებოდა სხვაგვარად Meridian Advisory-თან ერთად?

ამის პროგნოზირება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მინ. 3-4 თვით ადრეც კი შეიძლებოდა, რაც საკმარისია „სტრატეგიული მდგრადობის გეგმის“ გასაწერად.

ასეთ დროს Meridian Advisory-ს მუშაობა სამ მთავარ პრინციპს ეფუძნება:

📌სცენარების ანალიზი - გეოპოლიტიკური და საკანონმდებლო რისკების შეფასება;
📌მოქმედების მზა ჩარჩო (სცენარები) - წინასწარ რისკების განსაზღვრა და სცენარების მომზადება;
📌საკუთარი ნარატივის ფლობა - საინფორმაციო გზავნილების წინასწარ განსაზღვრა, რათა კომპანია არ აღმოჩნდეს სხვის მიერ შექმნილი ნარატივის პირობებში.

🔥ბიზნესი „ორ ცეცხლს შუა“🔥 - დღევანდელი რეალობა

დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული მედიასაშუალების დასანქცირებამ ადგილობრივი კომპანიები რთულ ვითარებაში ჩააყენა.

ერთ მხარეს არის საერთაშორისო რეპუტაცია და ფინანსური რისკები, მეორე მხარეს კი ადგილობრივი პარტნიორობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ბიზნესების უმრავლესობა დირექტივებს სათაო ოფისებიდან ელის, საიდანაც დიდი ალბათობით, მოითხოვენ სანქცირებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შეჩერებას.
⏳თუმცა რა უნდა ქნას ბიზნესმა აქ ადგილზე? როგორ უნდა იმოქმედოს არსებულ არასტაბილურ გარემოში, როცა პარტნიორული ურთიერთობებიც რისკის ქვეშ დგას და ამას ემატება მოსალოდნელი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ფასების რეგულირების მიმართულებით?

🛡️ჩვენი ამოცანაა:

დაგეხმაროთ ამ წინააღმდეგობრივ პროცესში. Meridian Advisory უზრუნველყოფს იმგვარი ნარატივისა და სამოქმედო ჩარჩოს შექმნას, რომელიც დაიცავს თქვენს ბიზნესს რეპუტაციული ზიანისგან ნებისმიერ მხარესთან ურთიერთობისას. ჩვენი მიზანია, ბიზნესის გადაწყვეტილება ზეწოლის პირობებშიც კი, რაციონალურ, წინასწარ გათვლილ სტრატეგიას დაეფუძნოს.

რეპუტაციული კრიზისის პრევენცია სწორი სტრატეგიული გათვლებით ყოველთვის შესაძლებელია.

Meridian Advisory

06/03/2026

🍔McDonald's-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიდეო, სადაც ის ახალ ბურგერს სინჯავს, სწრაფად გავრცელდა TikTok-სა და სხვა პლატფორმებზე, მაგრამ პროდუქტის პოპულარიზაციის ნაცვლად, მომხმარებლების ნაწილმა ვიდეო არაბუნებრივად აღიქვა. რამდენიმე საათში კამპანია მემებისა და დაცინვის თემად იქცა.

⭕️რა შეცდომა დაუშვა კომპანიამ:
• ვიდეოში კომუნიკაცია ადიტორიამ ხელოვნურად აღიქვა;
• კამპანიის მთავარი გზავნილი დაიკარგა;
• TikTok გარემოში მცირე დეტალიც სწრაფად ხდება ვირუსული;
• კრიტიკის შემდეგ კომპანიას პრაქტიკულად განცხადება არ გაუკეთებია.

🔎რას გავაკეთებდით Meridian-ში:
• კამპანიის დაწყებამდე შევაფასებდით სოც.მედია რისკებს;
• ვიდეოს წინასწარ დავტესტავდით მცირე აუდიტორიაზე;
• წინასწარ შევიმუშავებდით ნარატივს კრიტიკის შემთხვევისთვის;
• კომპანიასთან ერთად ვიმოქმედებდით სწრაფად, რათა დისკუსია ისევ პროდუქტზე დაბრუნებულიყო.

📌რას ვურჩევთ კომპანიას ახლა:
დაცინვის იგნორი იშვიათად მუშაობს. ხშირად უკეთესი სტრატეგია დისკუსიისთვის მიმართულების სწრაფად შეცვლაა - მოკლე, ბუნებრივი რეაქციით, რომელიც ბრენდს ნარატივის კონტროლს უბრუნებს.

სოციალური მედიის ეპოქაში კამპანიის წარმატება ხშირად არა იდეით, არამედ რეაქციის სისწრაფით განისაზღვრება.

🛡️Meridian Advisory ეხმარება კომპანიებს რეპუტაციული რისკების წინასწარ შეფასებაში, კრიზისის მართვასა და ნარატივის კონტროლში.

Want your business to be the top-listed Business in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Website

Address


Tbilisi