LILE

LILE

Share

შემეცნებითი

17/03/2026

ღმერთო, დიდზე გააღე კარი, შენთან ყველაზე დიდი კაცი მოდის.

🕊💔😭

31/01/2026

წმინდა გიორგის მადლმა და ძალამ ამრავლოს სასახელო ქუდის დამხურავი და ლამპრის გამტანი საქართველოში!
პატარა ლაშა გურჩიანი ყველას გილოცავთ ლამპრობას❤️🙏

30/12/2025

პირმზითი

რას ხედავ, თვალო უშტარო?
ბინდი კრთება და იძვრის,
სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის.
რას ხედავ, ობლის სიზმარო?
წყალი დიდდება შავი,
ვხედავ კამეჩის ნუჟრიან, უჟამ-უთენარ ბღავილს…
წამიღე, რაც-რა მემართა, ერთი სიკვდილით გიბრი,
ეს იალმწვანე წაიღე, თვალთა ჟინი და ლიბრი,
ჩემი მდინარე წაიღე, ქვის და გორმახის ყანა,
წაიღე, უშბის ჩარდახზე თეთრი ღრუბლები წვანან,
წაიღე, ბავშვის ღიმილმა მთვარე წასტაცა უნასს,
კალოზე, კევრის გარშემო მზე და ცარგვალი ბრუნავს,
წაიღე, ხარებს ახორში ალოკვინებენ მარილს,
ჩემი წყვდიადი წაიღე, ჩემზე სათქმელი ზარი…
ჩრდილებდასხმული პირმზითი, ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი, ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო,
თალხო,
ნათელო,
ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ…

დავით წერედიანი

15/10/2025
Want your public figure to be the top-listed Public Figure in Athens?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Website

Address


Athens