Miluera

Miluera

Share

My slogan is “Treat all living things as if you were in its place". I am a licensed cosmetologist .

01/29/2024

კანის ლიფტინგი მიკროდენებით- სასიამოვნო გაახალგაზრდავება
მიკროდენებით ლიფტინგი სახისა და კისრის კანის გაახალგაზრდავებისათვის არის საუკეთესო არჩევანი არსებული ვარიანტებიდან, რომელიც გვაძლევს შედეგს აგრესული ჩარევისა და სტრესის გარეშე. სასიამოვნო და გამაჯანმრთელებელი ინპულსების საშუალებით საგრძნობლად უმჯობესდება თქვენი კანის მდგომარეობა. მიკროდენების საშუალებით თქვენი გამოჯანმრთელებული კანი დაემშვიდობება გადაღლილ და ჩამოკიდებულ მდგომარეობას. მიკროდენური პროცედურა ტარდება სპეციალური აპარატისა და ლუბრიკანტის საშუალებით. სახის პრობლემურ ადგილებში ხდება მასაჟური ზემოქმედება სამკურნალო დენებით, რომელსაც გააჩნია უმცირესი ამპლიტუდა და სიხშირე, თქვენი კანის ყოველი უჯრედი და ბოჭკო იღებს გამაჯანსაღებელ იმპულსებს. მიკროდენების იმპულსები აღწევენ საკმაოდ ღრმად ისმისათვის, რომ დაჭიმონ კუნთები და გააუმჯობესონ თქვენი კანის ელასტიურობა. გაახალგაზრდავების ვიზუალური ეფექტის მიღწევა ხდება ქსოვილებში გაცვლითი პროცესების აჩქარების ხარჯზე მაქსიმალური აქცენტით ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებისა და სისხლის მიმოქცევის გაძლიერებით.

იქიდან გამომდინარე რომ ელექტროიმპულსები წარმიოადგენენ კარგ გამტარს, თერაპიის პროცესში მე ვიყენებ საჭირო კოსმეტოლოგიურ პროდუქტებს რომლებსაც მოითხვს კანის მდგომარეობა. მე ვიყენებ ლუბრიკანტებს დამატენიანებელი, გამაღიავებელი და დამამშვიდებელი აქცენტებით, კლიენტის სურვილიდან გამომდინარე შეიძლება მათი შერევაც. მიკროდენების თერაპია მოიცავს კურს, რომელიც შედგება ათი სეანსისგან. მიკროდენების პროცედურის რეზულტატის დანახვა შესაძლებელია პირველი სიანსის შემდეგ. სწრაფი შედეგის მისაღწევად სასურველია ამ პროცედურის ჩატარება კვირაში ერთი-ორჯერ. თუ არ გაქვთ დრო ამ პროცედურის ჩასატარებლად შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროფილაქტიკის მიზნით თქვენი კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც ამ პროცედურის დახმარებით ნორმალიზირდება კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა. სწორედ ამიტომ ეს პროცედურა ძალიან ეფექტურია ცხიმიანი კანისა და აკნეს დროს.

რა შედის მიკროდენურ თერაპიაში?
კანის რძით გაწმენდა.
ლიმფური მასჟი ხელებით.
სახის ზედაპირული წმენდა ულტრაბგერებით.
ლიფტინგ მასაჟი მიკროდენური აპარატით თქვენი სახისა და კისრის ყველა კუნთისათვის.
მკვებავი ნიღაბი თქვენი არჩევანით.
კისრისა და მხრების მომადუნებელი მასაჟი.
დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საცხების წასმა.
მიკროდენური პროცედურის დროს კლიენტი გრძნობს როგორ იჭიმება ყველა კუნთი სახისა და კისრის არეში.

მიკროდენური თერაპია არის ყველაზე სასიამოვნო და უსაფრთხო საშუალება დროის უკან დაბრუნებისა და თქვენი კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მე ვატარებ ამ პროცედურას სპა დასვენების პროტოკოლებში. ჩემი კლიენტები გარდა გადაჭიმული შედეგისა იღებენ ნამდვილ დასვენებასა და მოდუნებას. ისინი ტოვებენ დადებით შეფასებას, რომელშიც ამბობენ რომ მათი კანი გახდა უფრო ლამაზი ვიდრე ადრე.

Want your business to be the top-listed Beauty Salon in Brooklyn?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


719 Oceanview Avenue
Brooklyn, NY
11235